მათგან ერთს ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა, კიდევ ერთმა ახალი კლუბის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა, ორმა კი მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.
ბექა გიგაშვილის არყოფნაში "ტულონის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ლუკა ჭელიძემ. 20 წლის ბურჯმა გასულ სეზონში ორჯერ ითამაშა შემცვლელად და ამჯერადაც მარქაფაში იყო. "კასტრთან" 19:6 მოგებულ შეხვედრაში ლუკამ სებასტიენ ტაოფიფენუა 75-ე წუთზე შეცვალა.
პარიზულ დერბიში "სტად ფრანსემ" "რასინგ 92" მიიღო და
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ახალ გუნდში, "ბაიონში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა "ბორჯღალოსანმა" მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. ქართველი ლეგიონერის ახალი გუნდი მეექვსე ტურში "აჟენს" ეწვია, 72 წუთი მეტობაში ითამაშა (მასპინძელთა მორაგბე მე-8 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა) და 26:15 იმარჯვა. მიქაუტაძე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.
ოთხმა ქართველმა ითამაშა "ბრივის" შემადგენლობაში, რომელიც "მონპელიეს" ეწვია და 6:30 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა სოსო ბეკოშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას ლუკა ჯაფარიძემ შეცვალა. მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ჩაერთო თამაშში კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, თუმცა 71-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. "ბრივის" პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მესამეხაზელმა ირაკლი ცხადაძემ. ის შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.
სტუმრად "ლა როშელთან" 6:20 დამარცხდა "ბორდო", რომლის რიგებში 56-ე წუთიდან ითამაშა ლაშა ტაბიძემ.
rugby.ge