მორაგბეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდა, ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და მენისკი დაზიანებული. ბექას ოპერაცია 9 დეკემბერს ჩაუტარდა და სასიხარულოა, რომ მენისკი ამოსაჭრელი არ გახდა, რაც სამომავლო პერსპექტივისთვის ძალიან კარგია.
გორგაძე სულ მალე ძუნძულს შეძლებს და შესაძლოა, სეზონის ბოლოს სათამაშოდაც მზად იყოს, მაგრამ ის გარისკვას არ აპირებს და ახალ სეზონს დაელოდება:
„ქირურგმა
მითხრა, რომ ოპერაციიდან 6 თვეში თამაში შემეძლება. ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიდის, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ. ერთი-ორი თამაშის ჩატარებას აზრი არ აქვს და სჯობს მომავალი სეზონისთვის 100%-ით მოვემზადო“.
„ზედა ტანის დატვირთვა 4 იანვარს დავიწყე და ნელ-ნელა დატვირთვებს ვზრდი. რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპებიც გავლილი მაქვს და სავარაუდოდ, იმ კვირიდან სპეციალურ დანადგარზე ძუნძულს დავიწყებ, 2-3 კვირაში კი მოედანზეც შევძლებ ძუნძულს“.

ტრავმას თან ისიც დაერთო, რომ "ბორდომ" "ბორჯღალოსანთან" კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. გორგაძე ადასტურებს, რომ "ბაიონიდან" რეალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და ახალ გუნდს თვე-თვენახევარში ელოდება:
„მომავალი სეზონიდან "ბორდოში" აღარ ვიქნები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტს "ბაიონთან" ვაფორმებდი და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. არის რაღაც ვარიანტები და ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი რეაბილიტაციაა და სრულად ამაზე ვარ გადართული“.

rugby.ge