ტოპ 14-ის მე-20 ტურში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა. პრო დე2-ის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა "ნევერის" ბურჯი გურამ პაპიძე, ხოლო "ოიონას" ახალგაზრდა ბურჯ ალექსი სვანაძეს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
ტოპ 14
"ბაიონმა" საკუთარ მოედანზე "რასინგ 92" მიიღო და 23:13
"პო" "კასტრს" ეწვია, ბოლო წუთამდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ბონუსს გამორჩა – 33:38. სტუმართა განაცხადში ომარ ოდიშვილი იყო და შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა.
"ტულონი" "ლიონს" ეწვია და დიდი ანგარიშით, 16:54 დამარცხდა. სტუმართა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა ლუკა ჭელიძემ.
პრო დე2
სამმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა "გრენობლისა" და "პერპინიანის" შეხვედრაში. პირველ ტაიმში ხუთი ლელო გავიდა, მეორეში - მხოლოდ ჯარიმები და სტუმარმა "პერპინიანმა" 28:20 გაიმარჯვა. მის რიგებში შეუცვლელად ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. მასპინძელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ნიკა ნეფარიძე თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
"პროვანსმა", რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ერთ-ერთ კონკურენტ "მონ-დე-მარსანს" უმასპინძლა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 16:18. მასპინძელთა რიგებში 51-ე წუთიდან ითამაშა ზაზა ნავროზაშვილმა.
"ნევერმა", რომლის რიგებში პირველიდან 68-ე წუთამდე გურამ პაპიძემ ითამაშა, "მონტობანი" მიიღო და 24:15 დაამარცხა. პაპიძე საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურში მოხვდა.
"კარკასონი" "ვანს" ეწვია და 77-ე წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვის გამო უქულოდ დარჩა – 15:22. ნუგზარ სომხიშვილმა სტუმართა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა.
"რუანმა" "ანგულემი" მიიღო და 15:8 სძლია. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა თამაზ მჭედლიძე. სტუმართა ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ზაურ თევდორაშვილი, ხოლო შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა.
"ვალანსისა" და "ორიაკის" შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორის დასაწყისში სტუმრებმა წითელი ბარათით ერთი მორაგბე დაკარგეს და მასპინძლებმაც ოთხი ლელო გაიტანეს – 37:12. "ვალანსის" ძირითადში იყო და 51 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა. "ორიაკის" შემადგენლობაში სამმა ჩვენებურმა ითამაშა. გიორგი ქართველიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითადში იყო და 76 წუთი ითამაშა ლუკა ნიორაძემ, ხოლო ჯემალ შათირიშვილი შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "კოლომიე" "ოიონას" ეწვია და 34:25 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ახალგაზრდა ბურჯის, ალექსი სვანაძის დებიუტი შედგა, რომელიც შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. 75-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ბექა კაკაბაძე. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.
მომდევნო ორი კვირა წამყვანი კლუბებისთვის ევროთასებს დაეთმობა, პრო დე2-ში კი თამაშები ჩვეულებრივ გაგრძელდება.