ტოპ 14-ის 21-ე ტურში მხოლოდ სამი თამაში გაიმართა, ოთხი კი გადაიდო. "ბეიონი" "პოს" ეწვია, დაძაბულ ბრძოლაში 33:43 დამარცხდა და მეტოქეს სატურნირო ცხრილში დაწევის შესაძლებლობა მისცა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ.
პრო დე2-ის 27-ე ტურში "ოიონა" "ნევერს" ეწვია და 20:15 გაიმარჯვა. სტუმართა წარმატებაში საკუთარი წვლილი ქართველმა ბურჯებმა შეიტანეს. ბექა კაკაბაძე და ირაკლი მირცხულავა "ოიონას" ძირითადში იყვნენ და
"ბიარიცი" "მონ-დე-მარსანთან" სტუმრად 17:20 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა. სტუმართა ძირითადში სამი ქართველი მორაგბე იყო – თორნიკე ჯალაღონიამ სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი ნუცუბიძე და ლუკა აზარიაშვილი შესვენებისას შეცვალეს.
"კარკასონი" "პროვანსს" ეწვია და 34:18 გაიმარჯვა. მასპინძელთა შორის პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა ზაზა ნავროზაშვილმა, ხოლო სტუმართა რიგებში ნუგზარ სომხიშვილი შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა.
"ორიაკმა" "ანგულემს" ქართველების ლელოებით 33:21 მოუგო და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს, "ანგულემს" კი დაქვეითებისგან პრაქტიკულად ვეღარაფერი უშველის. სტუმართა შორის 34-ე წუთიდან ითამაშა ლუკა გოგინავამ, მასპინძელთა რიგებში კი ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა.
შეუცვლელად გაისარჯა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ "ორიაკს" დატოვებს და კარიერას ტოპ 14-ის "ლიონში" გააგრძელებს, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან 75-ე წუთზე ლელოდან 5 მეტრში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ძირითადში იყო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. მე-8 წუთზე ის ყვითელი ბარათით დაისაჯა. პირველი ტაიმის მიწურულს საღინაძეს 5-მეტრიანში მიჰყვა, ბურთი გამოართვა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, 68-ეზე კი შეცვალეს. პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა.
"კოლომიემ" "მონტობანი" მიიღო და 41:31 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.
სტუმრად "ვანთან" 18:22 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა "რუანი", რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ.
"გრენობლმა" "ვალანსს" სტუმრად 30:23 მოუგო. მასპინძელთა ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითადში იყო ნიკა ნეფარიძე, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 65-ეზე მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 6 წუთი ითამაშა. შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.