გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო.
ტოპ 14
ტოპ 14-ის მე-8 ტურში "პო" "კლერმონს" ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა გორგაძე სტუმართა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.
ორი „ქართული გუნდის“ დაპირისპირებაში "ბიარიცმა" "ბრივი" მიიღო და ბონუსით, 37:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ჯალაღონია და
"ბორდომ" "პერპინიანი" მიიღო და ბონუსით, 39:13 სძლია. გამარჯვებაში წვლილი ლექსო ყაულაშვილსაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. ეს ჯინჭარაძისთვის სადებიუტო მატჩი იყო ტოპ 14-ში.
"სტად ფრანსემ" "ლიონს" პარიზში 23:18 აჯობა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს და ვასილ კაკოვინი 57-ე, ხოლო გიორგი მელიქიძე 67-ე წუთზე შეცვალეს. "ლიონის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ნინიაშვილმა.
"რასინგ 92"-მა "მონპელიე" მიიღო და 21:32 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 49 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდნენ გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი. აქედან სამ წუთში პარიზელების მოლი საჯარიმო ლელოთი დასრულდა.
"კასტრი" ლიდერ "ტულუზს" ეწვია და უშანსოდ, 0:41 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.
"ტულონმა" მეხუთე მარცხი განიცადა და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. "ლა როშელმა" სტუმარი ბონუსით, 39:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. ბურჯმა ბექა გიგაშვილმა თამაში "ტულონის" ძირითადში, კვაჭის პოზიციაზე დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, 5 წუთში კი თამაშში დაბრუნდა.
პრო დე2
ულელოო მატჩში "მონტობანმა" "მონ-დე-მარსანი" 21:18 დაამარცხა. მირიან ბურდულმა გამარჯვებულთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა, ლაშა მაჭარაშვილი კი სტუმართა რიგებში 64-ე წუთიდან გამოჩნდა.
გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით "ბეზიემ" "კოლომიე" 16:15 დაამარცხა. "ბეზიეს" მარქაფაში იყო და შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ.
"ბაიონმა" "პროვანსს" ბონუსით, 47:19 მოუგო და სატურნირო ცხრილს 29 ქულით "მონ-დე-მარსანთან" ერთად ლიდერობს. ბასკთა შორის შეცვლაზე უკვე მე-2 წუთზე შევიდა კოტე მიქაუტაძე, მე-14 წუთზე მოედანი დატოვა და 46-ეზე თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ლუკა ჭელიძე და 5 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.
ბექა კაკაბაძის "ოიონა" "რუანს" ეწვია და 16:25 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა.
ვაჟა კაპანაძის "ბურგ-ან-ბრესმა" დაძაბულ ბრძოლაში "ნარბონს" 36:33 მოუგო. ქართველი ბურჯი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.
ფრედ, 21:21 დასრულდა "ნევერისა" და "გრენობლის" შეხვედრა. მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი ბურჯი გავიდა. "ნევერის" ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე. "გრენობლმა" 57 წუთი ათამაშა ზურაბ ჟვანია, ხოლო ილია კაიკაციშვილი 62-ე წუთზე შეცვალა.
rugby.ge