ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანმა" გელა აფრასიძემ საკუთარი ნახევრიდან ორი ჯარიმა გაიტანა და "მონპელიე" 2022 წლის ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა.

მისი გუნდი ნახევარფინალში "ბორდოს" ეთამაშებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 13:10 იგებდა. მეორე ტაიმის უდიდესი ნაწილი ანგარიში არ შეცვლილა და მაშინ, როდესაც დაძაბულობა პიკს აღწევდა, 67-ე წუთზე მოედანზე ქართველი 9-იანი შევიდა.

69-ე წუთზე კარის წინ 57 მეტრში ჯარიმა დაინიშნა. რადგან აფრასიძეს "დასვენებული ფეხი" ჰქონდა, კარში დაარტყა და ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. "ბორდო" თამაშის გადარჩენის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა გელამ 78-ე წუთზე 55 მეტრიდან კვლავ კარს დაუმიზნა, ძალაც
საკმარისი აღმოჩნდა და "მონპელიეს" ფინალის საგზური დაუბევა – 19:10.

ფინალში, რომელიც 24 ივნისს გაიმართება "მონპელიე" "კასტრს" ეთამაშება, რომელმაც თავის მხრივ "ტულუზა" 24:18 დაამარცხა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
თან Man of The Match გახდა ამ თამაშის.წარმატებები გელა!
რაგბის ფანი
14:27 22-06-2022
0
ჰოდა დასცხოს ჯარიმები ნაკრებშიც გელამ, თორემ თედო რაღაც ამ ბოლოს ბევრს აცილებს.
ტტტ
19:39 19-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული