20 წლის დავით ნინიაშვილმა "სტად ფრანსეს" ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანა და "ლიონს" ტოპ 14-ის მეოთხე ტურში 33:27 მოაგებინა.

კლუბში მწვრთნელებმა ის პირველად დააყენეს ფულბეკის პოზიციაზე და ქართველმაც ისეთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, რომ CANAL+Sport-მა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა. ის ხელდახელ შეტევას მიჰყვა და სწრაფი პასით თანაგუნდელი ცარიელ სივრცეში მიიყვანა, მერე მეტოქის 5-მეტრიანში რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში გადადო. მე-7 წუთზე მან საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. ბოლოსწინა წუთზე დავითი სწრაფად გათამაშებულ ჯარიმა მიჰყვა, თანაგუდელმა მას პასი არ დაუგვიანა და ნინიაშვილმა ლელო ძელებსუკან გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა. განვლილ 4 ტურში დავით ნინიაშვილის ანგარიშზე უკვე 3 ლელოა.

"ლიონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ. ‘ სტად ფრანსეს’ რიგებში ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს, გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად 6 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, 53-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

"პერპინიანმა" "ტულონი" მიიღო და 19:13 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი.

"ბეიონმა" "ბორდო" მიიღო და 20:15 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ქართველმა ითამაშა. "ბეიონის" რიგებში შეცვლაზე 62-ე წუთიდან შევიდა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, ხოლო "ბორდოს" შემადგენლობაში 48-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

"მონპელიემ" "პოს" 6 ლელო გაუტანა და ბონუსით, 43:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 57 წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ. სტუმართა მარქაფაში იყო და მოედანზე 42-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

"რასინგ 92" ლიდერ "ტულუზს" ეწვია და 10:37 დამარცხდა. პარიზელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა გია ხარაიშვილმა.

დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც "კლერმონს" ახლახან შეუერთდა სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა "ლა როშელთან" 22:13 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პრო დე2

პრო დე2-ის მეხუთე ტურში "ბიარიცმა" "კარკასონს" დაძაბულ მატჩში 32:23 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ. ლუკა ჭელიძე შცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. მარქაფაში იყო, მაგრამ არ უთამაშია ლაშა ტაბიძეს. სტუმართა შორის პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.

"მონტობანმა" "მონ-დე-მარსანს" უმასპინძლა და ბონუსით, 43:19 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი მირიან ბურდული და 2 წუთში მისმა გუნდმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. სტუმართა შორის პირველი 50 წუთი ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

"ნევერი" "ოიონას" ეწვია და 6:23 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო – მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ 49, ხოლო ბურჯმა თორნიკე მატარაძემ 56 წუთი ითამაშა.

"ანგულემმა" "ბეზიეს" დასკვნით 5 წუთში 10 უპასუხო ქულა გაუკეთა და 19:10 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა ომარ ოდიშვილმა. თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ჟორჟ სალდაძე.

"ორიაკი" ლიდერ "გრენობლს" ეწვია და 9:17 დამარცხდა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 43-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ოთხი ქართველი იყო სტუმართა ძირითადში – მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ და ფრთა გიორგი გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ბურჯი გიორგი ქართველიშვილი 29-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 55-ეზე მოედანზე დაბრუნდა, 55 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 32-ე წუთზე შევიდა.

Rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"