ურუგვაის მორაგბეთა ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ესტებან მენესესმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"შედეგით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. სამწუხაროდ, შეხვედრაში ბურთი არ გვქონდა და საქართველო კი, ძალიან კარგი იყო შერკინებაში, მოლში, ხაზში.
თუმცა, ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, კარგი მორაგბეები. ამ ბიჭებმა ერთხელ უკვე გააოცეს მსოფლიო. რატომ არ შეუძლიათ იგივეს გაკეთება მომავალ შეხვედრებში?"- განაცხადა 47 წლის მწვრთნელმა.
შემდეგი შეხვედრები ურუგვაის უელსისა და ავსტრალიის ნაკრებ გუნდებთან ექნება.