მსოფლიოს თასი. B ჯგუფი: ახალმა ზელანდიამ ნამიბიას ლელოების რეკორდული რაოდენობა დაუდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის B ჯგუფის შეხვედრაში ტურინირის ფავორიტი ახალი ზელანდიის ნაკრები შეჯიბრის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს, ნამიბიას შეხვდა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა აფრიკელები- 71:9. აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსმა" მეტოქეს 11 ლელო დაუდო, რაც 2019 წლის მსოფლიო თასის რეკორდია.

აღსანიშნავია ის, რომ ანგარიში შეხვედრაში ნამიბიელებმა გახსნეს, მე-4 წუთზე ჯარიმა სტივენსმა გაიტანა. კუნძულელებმა ლელოთი 2 წუთში უპასუხეს, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი რიისმა დაამიწა. 21-ე წუთზე ლელო ლინერთ-ბრაუნმა დადო, თუმცა შემდეგ ნამიბიელებმა კიდევ 2 ჯარიმა გაიტანეს და 30-ე წუთისთვის ანგარიში 10:9
გახდა ზელანდიის სასარგებლოდ. ეს ანგარიში 36-ე წუთამდე შენარჩუნდა, ამჯერად ზელანდიელების მხრიდან თავი ტაავაო მატაუმ გამოიჩინა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბენ სმითმაც დადო ლელო და პირველი ტაიმი ფავორიტებმა 24:9 მოიგეს.

მეორე ნახევარი კი, ასეთი "დაძაბული" აღარ გამოდგა. ახალმა ზელანდიამ ნამიბიას კიდევ 7 ლელო დაუდო. თავი ლინერთ-ბრაუნმა, მუდიმ, რიისმა, უაითლოქმა, სმითმა, პერენარამ და ჯორდი ბარეტმა გამოიჩინეს.


მსოფლიო თასი, B ჯგუფი


ახალი ზელანდია - ნამიბია 71:9


ლელოები:

ახალი ზელანდია: რიისი (2), ლინერთ-ბრაუნი (2), სმითი (2), ტაავაო-მატაუ, მუდი, უაითლოქი, ჯორდი ბარეტი, პერენარა


ჯარიმები:

ნამიბია: სტივენსი (3)


გარდასახვები:

ახალი ზელანდია: ჯორდი ბარეტი (8)

ამ გამარჯვების შემდეგ ახალმა ზელანდიამ ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენები მოხსნიან ავსტრალიასთან ნუ ნერვიულობთ
kote
21:22 06-10-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული