იაპონიამ 6 ერის მეორე გუნდიც დაამარცხა და მსოფლიო თასის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელმა გუნდმა 6 ერის მეორე გუნდი - შოტლანდიაც დაამარცხა 28:21 და  A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. იაპონელებმა 4-ვე შეხვედრა მოიგეს და ესეც ისტორიული შედეგია, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო თასის პლეი-ოფში გასვლაზე, რომელიც იაპონური რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა.

იაპონელები, რამდენიმე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, შეხვედრაში დომინირებდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. შეხვედრაში პირველი ლელო ბრიტანელებმა მე-7 წუთზე დადეს, თავი ფინ რასელმა გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ლეიდლოუმ შეასრულა ზუსტად. თუმცა, ამის შემდეგ იაპონელებმა პირველ ტაიმ ბრიტანელთა ჩათვლის მოედანში
ბურთი 3-ჯერ დაამიწეს. ამის გაკეთება მაცუშიმამ, ინაგაკიმ და ფუკუოკამ მოახერხეს. 3-ვერ გარდასახვა ზუსტად ტამურამ დაარტყა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი 21:7 მოიგეს.

მეორე ტაიმიც იაპონელების ლელოთი დაიწყო. 43-ე წუთზე დუბლი ფუკუოკამ შეასრულა, გარდასახვისას კი ტამურა არ შემცდარა. ამის შემდეგ, 6 წუთიან მონაკვთში სკოტებმა ორჯერ დაალელოვეს მეტოქე- 50-ე წუთზე ნილმა , ხოლო 56- ფაგერსონმა. ლეიდლოუ ორივე შემთხვევაში ზუტი იყო. ამ დროს, თითქოს გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ შოტლანდიას თამაშში დაბრუნება შეეძლო, თუმცა მატჩის დარჩენილ წუთებში ქულების მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრაც დასრულდა - 28:21.

იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას, სამოას, რუსეთსა და შოტლანდიას მოუგო, 1/4 ფინალში კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება, რომელიც წინა მსოფლიო თასზე სენსაციურად დაამარცხა. შოტლანდიის ნაკრებთან დაკავშირებით კი, ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ბრიტანელებმა მსოფლიო თასის 1/4-ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. პირველად ეს 2011 წელს იყო, როცა არგენტინასთან წააგეს.


მსოფლიო თასი, A ჯგუფი


იაპონია - შოტლანდია  28:21


ლელოები

იაპონია: ფუკუოკა, მაცუშიმა, ინაგაკი

შოტლანდია: რასელი, ნილი, ფაგერსონი

გარდასახვები

იაპონია: ტამურა (4)

შოტლანდია: ლეიდლოუ (4)
მკითხველის კომენტარები / 20 /
იაპონია აღარ არის მეორე ეშელონის გუნდი, ასე რომ ტიერ 1-ის გუნდებმა მიიჩოჩონ!:) ეს არის სწორი მუშაობის შედეგი! მაგარი ფედერაცია, მაგარი მწვრთნელი და ზოგადად მაგარი ხალხია!:)
პაატა
18:00 13-10-2019
6
40 წელია რაგბს ვუყურებ და რაც იაპონელებმა წელს ითამაშეს მსგავსი არაფერი მინახავს.ფეხს თითქმის არ ურტყავდნენ და სულ წნეხის ქვეშ ყავდათ მოწინააღმდეგე.თუ ფიზიკურად გაუძლეს გამორიცხული არ არის ფინალშიც გავიდნენ
საოცრება
01:56 14-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული