19 ოქტომბერს იაპონიაში რაგბიში მსოფლიო თასი განახლდა.
პირველი მეოთხედფინალური მატჩი ინგლისსა და ავსტრალიას შორის გაიმართა, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებით ანგარიშით 40:16 დასრულდა.
ინგლისელებმა 4 ლელო დადეს, აქედან ორი ჯონი მეის ანგარიშზეა, ხოლო თითო-თითო კაილ სინკლერმა და ენტონი უოტსონმა დადეს. ავსტრაიელთა მხრიდან ერთადერთი ლელო მარიკა კოროიბეტემ დადო.
ინგლისში ნახევარფინალში ახალ ზელანდიასა და ირლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.