რაგბის მსოფლიო თასი: უელსმა კაცნაკრულ საფრანგეთს 1 ქულით აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში უელსის ნაკრებმა 49-ე წუთიდან 14 კაცით დარჩენილ საფრანგეთის ნაკრებს 1 ქულით აჯობა და 20:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატესობა საფრანგეთს ჰქონდა და მე-9 წუთისთვის ანგარიში 12:0 იყო. ლელოები ვაჰაამაჰინამ და ოლივონმა დადეს, 1 გარდასახვა ზუსტად ნჩამაქმა შეასრულა. ტაიმის ბოლომდე 1 გარდასახული ლელო და 1 ჯარიმა გაცვალეს გუნდებმა და პირველი ნახევრის შემდეგ საფრანგეთი 19:10-ს იგებდა.

მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს ფრანგებმა, თუმცა 49- წუთზე პირველი ლელოს ავტორმა ვაჰაამაჰინამ უხეშად ითამაშა და მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. 54-ე
წუთზე დან ბიგარმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 13:19 გახადა. მატჩში დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. გადამწყვეტი ლელო უელსელებმა 74-ე წუთზე დადეს, თავი მორიართიმ გამოიჩინა. დან ბიგარმა ახლო მანძილიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და უელსი ნახევარფინალში გავიდა - 20:19.


რაგბის მსოფლიო თასი, 1/4-ფინალი

უელსი - საფრანგეთი  20:19


ლელოები

უელსი: უანრაითი, მორიართი

საფრანგეთი: ვააჰამაჰინა, ოლივონი, ვაკატავა

ჯარიმები

უელსი: ბიგარი (2)

საფრანგეთი: ნჩამაქი

გარდაასხვები

უელსი: ბიგარი (2)

საფრანგეთი: ნჩამაქი (2)

altრაგბის მსოფლიო თასი: სამხრეთ აფრიკამ იაპონიას მხოლოდ 3 ქულა მოაპოვებინა

მკითხველის კომენტარები / 6 /
შედეგი უნდა გაუქმდეს და საფრანგეთს მოგება ჩაეთვალოს - აშკარად წინ გადაცემა იყო , ასეთი პრეცენდენტები თუ განმეორდა - ეჭვები გაჩნდება და რაგბის ავტორიტეტს დაარტყამს! - ისე მეგობრებს - საკმაოდ დიდი ანგარიშით აგებენ ნაკრებები მაგ ავსტრალია, ზელანდიასთან -ირლანდია... -არ არის მათი თამაში რაგბი და უნდა დაანებონ თამაშს თავი ?!- საქართვრლოს სერიოზული პერსპექტივები აქვს რაგბის განვითარებისათვის -პოტ-10-ში დამკვიდრებისათვის და მისთვის უნდა განვავითაროს -განამტკიცვოს სახელმწიფოებრიობა, ყველა სპორტში დიდი ფინანსები ჩაიდოს,სახელმწიფო- კერძო და სპორტში მექა ვიქნევით, ისევე როგორც განათლებაში, მედიცინაში, უსაფრთხოების მიმართულებით, სამართლებრივი,მით ეფექტური- მტკიცე სახელმწიფო ინსტიტურებით ... ამისათვის უნდა მოვიშოროთ -არსებული რუსული -ივან-ა-შვილების გუბერნატურა! -ასე რთული გასაგებია ?!
გლახუნა
21:55 20-10-2019
3
ნურავინ მიწყენს, მაგრამ უელსმა კი არ მოიგო არამედ საფრანგეთმა წააგო. არ მახსენდება მატჩი სადაც გუნდს ამდენი გადამწყვეტი შეცდომა დაეშვა და იღბალმაც უმტყუნათ, ფაქტია ორივე ლელო აჩუქეს მოწინააღმდეგეს (განსაკუთრებით პირველი) და თანაც ორჯერ ძელს გაარტყეს!!! ეგეც შენი 5 ქულა, თან ისეთი პოზიციიდან გაარტყეს ძელს რომ არ გატანა უფრო ძნელი იყო. ზოგადათ უელსი ბოლო წლები უკეთ თამაშობს 6 ერზე, მაგრამ საფრანგეთი მსოფლიო თასს ყოველთვის კარგად ატარებს (სულ 2 ჩემპიონატი ჩააგდო). ძალიან დასანანია...
Guderian
20:59 20-10-2019
1

სიახლეები პოპულარული