რაგბის მსოფლიო თასი: უელსმა კაცნაკრულ საფრანგეთს 1 ქულით აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში უელსის ნაკრებმა 49-ე წუთიდან 14 კაცით დარჩენილ საფრანგეთის ნაკრებს 1 ქულით აჯობა და 20:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატესობა საფრანგეთს ჰქონდა და მე-9 წუთისთვის ანგარიში 12:0 იყო. ლელოები ვაჰაამაჰინამ და ოლივონმა დადეს, 1 გარდასახვა ზუსტად ნჩამაქმა შეასრულა. ტაიმის ბოლომდე 1 გარდასახული ლელო და 1 ჯარიმა გაცვალეს გუნდებმა და პირველი ნახევრის შემდეგ საფრანგეთი 19:10-ს იგებდა.

მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს ფრანგებმა, თუმცა 49- წუთზე პირველი ლელოს ავტორმა ვაჰაამაჰინამ უხეშად ითამაშა და მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. 54-ე
წუთზე დან ბიგარმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 13:19 გახადა. მატჩში დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. გადამწყვეტი ლელო უელსელებმა 74-ე წუთზე დადეს, თავი მორიართიმ გამოიჩინა. დან ბიგარმა ახლო მანძილიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და უელსი ნახევარფინალში გავიდა - 20:19.


რაგბის მსოფლიო თასი, 1/4-ფინალი

უელსი - საფრანგეთი  20:19


ლელოები

უელსი: უანრაითი, მორიართი

საფრანგეთი: ვააჰამაჰინა, ოლივონი, ვაკატავა

ჯარიმები

უელსი: ბიგარი (2)

საფრანგეთი: ნჩამაქი

გარდაასხვები

უელსი: ბიგარი (2)

საფრანგეთი: ნჩამაქი (2)

altრაგბის მსოფლიო თასი: სამხრეთ აფრიკამ იაპონიას მხოლოდ 3 ქულა მოაპოვებინა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ოკეანურ-ალჟირულ-გაურკვეველი წარმომავლობის მქონე მოთამაშეთა გუნდი იყო თუ საფრანგეთის?????????
9
ვაჰამაჰინის ნამუსზეა ეს წაგება
jaba
14:10 20-10-2019
0

სიახლეები პოპულარული