სტად დე ფრანსზე გამართულ მსოფლიოს თასის ფინალში სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია 12:11 დაამარცხა, ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, 27-ე წუთიდან მოყოლებული "ოლ ბლექსი" კაცნაკლული თამაშობდა, მოედნიდან კაპიტანი, სემ კეინი გააძევეს, შეხვედრაში ერთადერთი ლელო 58-ე წუთზე ბოდენ ბარეტმა დადო, თუმცა გარდასახვა გააცუდა და წინ გასვლის შანსი გაანიავა.
მიუხედავად კაცნაკლული თამაშია ზელანდიელებმა თავიანთი შანსი მაინც მიიღეს, 73-ე წუთზე შორეული დარტყმების სპეციალისტმა, ბოდენ ბარეტმა ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიიღო, გატანის შემთხვევაში ანგარიშში 2 ქულით დაწინაურდებოდა, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა და სამხრეთ აფრიკამ ტიტულის დაცვა მოახერხა.