6 ერის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, 2018 წლის მაისიდან 20-წლამდელთა ექვსი ერის გარდა, რომელიც ტრადიციულად თებერვალ-მარტში ტარდება, ყოველწლიურად (მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ) გაიმართება ახალი ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ:
"20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებული კამპანიის დასასრულს მივიღეთ ახალი გამოწვევა!
საქართველოს რაგბის კავშირმა ექვსი ერისგან ამ ახალ ტურნირზე უკვე მიიღო მიწვევის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი, რომლის ორიგინალს და თარგმანს აქვე გთავაზობთ:
"6 ერის საორგანიზაციო კომიტეტი
22 ივნისი, 2017 წ.
საქართველოს რაგბის კავშირის
პრეზიდენტს
ბ-ნ გ. სვანიძეს
ბატონო გოჩა,
წინამდებარე წერილით, პატივი მაქვს მოვიწვიო საქართველო და რუმინეთი 6 ერის ეგიდით ორგანიზებული ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
ეს ტურნირი განკუთვნილი იქნება 19-წლამდელი ან 20-წლამდელი მორაგბეებისთვის, მასში მონაწილეობას მიიღებს 6 ერის ყველა ქვეყანა, რაც რაგბი ევროპის წარმომადგენელი გუნდების სისტემატურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურნირი გაიმართება ყოველწლიურად მაისის თვეში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ; მასში საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობა დაიგეგმება, რომ ხელი შეეწყოს ორივე ამ ქვეყნის განვითარებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მათ არსებულ სატურნირო ვალდებულებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ რაგბი ევროპას, მონაწილეობა მიიღოს ტურნირის დაგეგმვასთან დაკავშირებულ შეხვედრებში. ტურნირის კოორდინირებას და ჩატარებას ითავებს 6 ერის დუბლინის საორგანიზაციო კომიტეტი.
ჩემის აზრით, საკითხის განხილვისა და დეტალების მსჯელობის დაწყების მიზნით, ეფექტური იქნებოდა საქართველოს და რუმინეთის რაგბის კავშირების წარმომადგენლებისა და რაგბი ევროპის მესვეურების შეხვედრა 6 ერის აღმასრულებელ დირქტორთან ჯონ ფიანთან.
პატივისცემით, პეტ უილანი
6 ერის საბჭოს თავმჯდომარე"
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ეს ყველაფერი არ იქნებოდა ამჟამინდელ და უკვე ვეტერან ბორჯღალოსნებს რომ ის შეუძლებელი არ ეკეთებინათ რამაც ქართული რაგბი აქამდე ამგვარი სიკეთით მოიყვანა
ყოჩაღ ფედერაციას...და აი თუ არა აქვს მნიშვნელობა როგორ ჩაატარებ და უმასპინძლებ შენზე მონდობილ ტურნირს...
წარმატებები ბიჭებს...რაგბი ჩვენი თამაშია!