ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ

AutoSharing Option
ოთხი ერის მეორე ტური პირველზე კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. დანიდინში გამართული ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მატჩის შემდეგ სიურეალიზმზე აღარავინ ლაპარაკობდა და ფილოსოფიური წიაღსვლებისთვისაც არავის სცხელოდა.

ავსტრალიის ნაკრები მე-15 წუთისთვის უკვე 17:0-ს იგებდა. ყველაფერი, თითქოს, მეორდებოდა, ოღონდ ახლა ერთი კვირის წინანდელ სასწაულს, შავფორმიანების ნაცვლად, ოქროსფერ კვართებში გამოწყობილი გუნდი სჩადიოდა. "ვოლაბებს" ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, მატჩს მინიმუმ ფრედ მაინც დაასრულებდნენ. მათმა მგეზავმა ბერნარ ფოლიმ სამი გარდასახვა ვერ გაიტანა, ეს კი ექვსი ქულაა -ზუსტად იმდენი, რამდენითაც მატჩი წააგეს.

"ოლ ბლექსი", აბა, რისი "ოლ
ბლექსია", გაკადნიერებული მეტოქე, რომელიც უდავოდ ბევრად უკეთ თამაშობდა, ვიდრე წინა მატჩში, ბოლომდე გაეხარებინა. ახალზელანდიელებმა ანგარიშში დაწინაურება 61-ე წუთზე შეძლეს - 21:17. თუმცა, საამისოდ დიდძალი ენერგია და მათ არსენალში არსებული უნარ-ჩვევების გამოყენება მოუწიათ.

გარდამტეხი ორი ლელო "ოლ ბლექსის" მგეზავმა ბოდენ ბარეტმა გაიტანა. ერთი უკვე ნახსენებ 61-ე წუთზე, მეორე კი თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, როცა ავსტრალია 29:28 იგებდა. ცხადია, ყველა, ხუთივე ლელოც მან გარდასახა.

"ოლ ბლექსმა" ამ გამარჯვებით ბლედისლოუს თასი მოიგო, რომელიც ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში თამაშდება.

* * *
არანაკლებ დაძაბული გამოდგა დაპირისპირება არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის. "პუმებმა" მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და "ბოკემ" შვიდი ქულით დაწინაურება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლო - 17:10.

მასპინძლები 57-ე წუთიდან თამაშის ბოლომდე (23 წუთი) კაცნაკლულნი დარჩნენ. ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო მეორეხაზელ ტომს ლავანინის წითელი ბარათი უჩვენეს. "ბოკეს" უპირატესობა კი გაიზარდა და საბოლოოდ 18-ქულიან სხვაობაში აისახა - 41:23.

სამხრეთაფრიკელთა რიგებშიც საუკეთესო მგეზავი იყო. ელტონ იაინკისმა ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (19 ქულა)

ოთხი ერი. II ტური
ახ. ზელანდია-ავსტრალია 35:29
ახ. ზელანდია: 5ლ - იოანი, ა.სმითი, ბ.სმითი, ბარეტი (2). 5გ - ბარეტი.
ავსტრალია: 5ლ - ფოლაუ, ჰუპერი, ფოლი, გენია, ბილი. 2გ - ფოლი.

არგენტინა-სამ. აფრიკა 23:41
არგენტინა: 2ლ - მოიანო, მორინი. 2გ - ერნანდესი, სანჩესი. 3ს - ბოფელი (2), ერნანდესი
სინბინი: ლეგუსამონი, ლავანინი
გაძევება: ლავანინი
სამ. აფრიკა: 4ლ - კოლისი (2), იაინკისი, საჯარიმო, დუ პრი. 4გ - იაინკისი (4), საჯარიმო. 2ს - იაინკისი.
სინბინი: კუცია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. სამ. აფრიკა 2 2 0 0 +40 9(1)
2. ახ. ზელანდია 2 2 0 0 +26 9(1)
3. ვსტრალია 2 0 0 2 -26 1(1)
4. არგენტინა 2 0 0 2 -40 0(0)

III ტური
9 სექტემბერი
ახ-ზელანდია-არგენტინა
ავსტრალია-სამ. აფრიკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული