ბათუმელებმა პირველი თამაში სტუმრად გამართეს იტალიურ "როვიგოსთან" და 27:31 დამარცხდნენ.
"ბათუმის" ამჟამინდელმა მეტოქემ პირველ ტურში იტალიის ჩემპიონატის ლიდერს, მოქმედ ჩემპიონ "კალვიზანოს" უმასპინძლა და 23:19 დაამარცხა. გერმანელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს. იტალიელებმა კი ორით უპასუხეს.
"სპორტული კლუბი ჰაიდელბერგი" ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ის 1872 წელს დაარსდა და მისი წევრები, ძირითადად, ნიჩბოსნობით იყვნენ დაკავებულნი.
1992 წელს კი სარაგბო გუნდიც შეიქმნა, რომელსაც პირველი აღმავლობის ხანა წინა საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ჰქონდა, როდესაც სამჯერ
ამის შემდეგ "ჰაიდელბერგს" ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონდა. 50-იან წლებში ჰაიდელბერგში ბავშვთა გუნდები ჩამოყალიბდა, რომელიც დიდ არენაზე 1961 წელს დაბრუნდა. განვითარების გეგმამ შედეგი 1970-იან წლებში მოიტანა და "ჰაიდელბერგი" 3-ჯერ, 1971, 1973 და 1976 წლებში გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მეექვსედ ეს გუნდი 1986 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი, რის შემდეგაც ისევ დიდი ჩავარდნა დაეწყო და ორჯერ დაქვეითდა მეორე ბუნდესლიგაში.
გუნდი უძლიერესთა შორის 2005 წელს მეორედ დაბრუნდა. 2010 წელს კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. "ჰაიდელბერგმა" ეს ტიტული 2015 წლამდე ზედიზედ ექვსჯერ მოიპოვა, 2016 წელს ფინალში დამარცხდა, ხოლო 2017 წელს მეცამეტედ გახდა გერმანიის ჩემპიონი.
მიმდინარე სეზონში "ჰაიდელბერგმა" სულ 5 თამაში ჩაატარა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. გერმანიის ბუნდესლიგაში ოთხი თამაში მოიგო და ოთხივე დიდი სხვაობით - 125:10, 97:3, 60:0 და 92:0.
ევროთასებზე "ჰაიდელბერგს" ყველაზე წარმატებული სეზონი 2015-16 წლების გათამაშებაში ჰქონდა, როცა კონტინენტის ფარის ფინალში გავიდა და რუმინულ "ტიმიშოარასთან" დამარცხდა. იმ წელიწადს, გერმანულმა კლუბმა პორტუგალიური, ბელგიური და იტალიური გუნდები დაამარცხა ჯგუფურ ეტაპზე.
გასულ სეზონში კი მათ ოთხიდან სამი შეხვედრა წააგეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
გუნდის ძირითადი, წამყვანი ძალა გერმანიის ნაკრების მოთამაშეები, მათ შორის ნატურალიზირებული მორაგბეებიც არიან.
"ჰაიდელბერგის" შემადგენლობაში მრავლად არიან ლეგიონერები წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან. აქ ექვსი სამხრეთაფრიკელი, ორი ინგლისელი და თითო-თითო არგენტინელი და ავსტრალიელი ირჯება.
"ბათუმს" პლეი ოფში გასასვლელად "ჰაიდელბერგის" აუცილებლად დამარცხება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს უკიდურესად გაირთულებს.
თამაში შაბათს, ბათუმის სარაგბო სტადიოზე თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაცია Rugby TV განახორციელებს.
II ტური
21 ოქტომბერი
ბათუმი-ჰაიდელბერგი
კალვიზანო-ვიადანა
პადოვა-როვიგო
ლისაბონი-ტიმიშოარა
A ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ პ
1. როვიგო 1 1 0 0 +4 5 1
2. ტიმიშოარა 1 1 0 0 +4 0 0
3. ჰაიდელბერგი 1 1 0 0 +4 0 0
4. ვიადანა 1 0 0 1 -5 1 1
B ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლისაბონი 1 1 0 0 +5 4 0
2. ბათუმი 1 0 0 1 -4 2 2
3. კალვიზანო 1 0 0 1 -4Q 1 1
4. პადოვა 1 0 0 1 -4 1 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"