რუსული "კრასნი იარი" და ინგლისური "ლონდონ აირიში" თბილისში ითამაშებენ

AutoSharing Option
Сhallenge Cup-ის მეოთხე ჯგუფის მე-6 ტურის მატჩი თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.

3 200 ადამიანის ტევადობის სტადიონზე 20 იანვარს რუსული "კრასნი იარი" ინგლისურ "ლონდონ აირიშს" დაუპირისპირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ავჭალის" სტადიონმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. "ავჭალის" სტადიონზე ნატურალური ბალახის საფარია.

აქვე გეტყვით, რომ რუსული კლუბის შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე: გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე თამაშობენ, ხოლო "ლონდონ აირშის" ღირსებას ლაშა ლომიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსი ოკუპანტია გეთანხმებით,მაგრამ რა თურქეთი ნაკლებად ოკუპანტია?საქართველოს ტერიტორიის თითქმის მესამედი აქვს წაღებული და ამ თურქ ოკუპანტს მთელი აჭარაც ჩავაბარეთ ჩვენივე ხელით და აგერ თბილისშიც გავაჯეჯილეთ,ჩვენი ქალები თურქეთში ჩვენივე ნებით გაუშვით და იქ რას საქმიანობენ ერთმა ღმერთმა უწყის,მიუხედავად იმისა,რომ სპორტი პოლიტიკაც არის,მე ვემხრობი თუნდაც ოკუპანტი ქვეყნების გუნდების თბილისში თამაშს და ჩვენი ნებაა ვის ვუგულშემატკივრებთ,თუ ასე არ მოვიქცევით მაშინ იზოლაციაში აღმოვჩნდებით,ტერიტორიების ჩვენ ასე გულზე მჯიღის ცემით ვერ დავიბრუნებთ და სპორტულადაც დავზარალდებით,ვერ განვითარდებით,ტერიტორიების დაბრუნება კი აუცილებლად მოხდება ეს აქსიომაა,ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება,როდის?როცა ქართველი ერი გაერთიანდება და ქვეყანაში მოყვასის სიყვარული დაისადგურებს,დღევანდელი საქართველო კი რაც უნდა საწყენი იყოს ტერიტორიების დასაბრუნებლად მზად არ არის,რადგან ერთმანეთის სიძულვილით ვართ დაავადებული და დაავადებული ერი ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.
ნიკოლოზი
22 დეკემბერი 2017 11:03
2
სპორტიც პოლიტიკაა, რუსეთი და რუსიც ჩვენი მტერია 100%, მაგრამ ინგლისელიც, გერმანელიც, და ამერიკელიც, ნებისმიერი უცხოელი ასევე ჩვენი მტრის მეგობარია უფრო ვიდრე ჩვენი. ნებისმიერი "მოძმე ერი" გაგვცვლის რუსეთზე თუ სარგებელს ნახავს. ვისხდეთ აწი გამოკეტილები და შუბლშეკრულები.

ვერ ხვდებით, რომ ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა ასეთი თამაშები? ჭკუა აქვს და კარგადაც იყენებს ამას ჩვენი რაგბის თემი. და პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთებაც არ აკლია. ნეტა მეტი ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოში.სარაგბო პერიფერიიდან პატარა მაგრამ რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბების გზა იკვალება ასეთი შეხვედრებით.
ანდრი
21 დეკემბერი 2017 17:36
2
პრობლემას ვერ ვხედავ ამ გუნდების ჩამოსვლაში, თუ რუსებს უნდათ აქ თამაში, ჩვენი, ქართველების გადასაწყვეტია ვის ვუგულშემატკივრებთ, მე პირადათ ვაპირებ გულმხურვალედ ვუგულშემატკივრო "ლონდონ აირიშ"-ს.
პანტელეიმონი
21 დეკემბერი 2017 11:48
6
ვინც ამ ფაქტს ამართლებთ ერთი წამით წარმოიდგინეთ რომ სომხეთის გუნდმა ბაქოში ითამაშოს რომელიმე მესამე ქვეყნის გუნდთან. საბჭოთა კავშირიც უკვე კარგახანია დაინგრა როცა მოსკოვის გუნდები საერთარიშო ტურნირებს ზამთარში თბილისში თამაშობდნენ. ასეთი ინიციატივის პატრონი ან იმ დროშია ჩარჩენილი ან თავმოყვარეობასთან აქვს პრობლემა და ეს ქვეყანა მარტო მისი გონია.
me
20 დეკემბერი 2017 21:35
12
რა დონის ნაძირალა უნდა იყოს რუსი რომ დაპყრობილ ქვეყანაში ტურისტად ჩამოდიოდეს, ან სპორტულ ღონისძიებაში იღებდეს მონაწილეობას და რა დონის უთავმოყვარეოა ქართველები ვინც დათანხმდნენ მასპინძლობას. 1) რუსეთი და რუსები მტრები არიან 2) სპორტი პოლიტიკაა. ეს ორი რამ არის აქსიომა და ვისაც არ გჯერათ გადაბრუნდით მეორე გვერძე და განაგრძეთ ძილი.
დათო
20 დეკემბერი 2017 20:35
16
ხო მარა თუ ეგრე არ ჩვენები არ უნდა მიდოდნენ რუსეთის კლუბებში სათამაშოდ არც ფეხბურთში და არც რაგბში
GOGII
20 დეკემბერი 2017 20:25
6
ვისაც გგონიათ რო სპორტი და პოლოტიკა ერთმანეთან არ არის კავშირში შორს ხართ შორს ხართ საშუალო დონის აზროვნებასთანაც. სოჭის ოლიმპიადა გაიხსენოს ყველამ და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დაფარული ღრუბლებით. .კიდევსხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. გაუმარჯოს საქართველოს . აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა , ტაო- კლარჯეთი საქართველოა , სოჭი საქართველოა
AZ
20 დეკემბერი 2017 19:52
4
ჩვენ ვართ უთავმოყვარეო ხდალხი (არ დამიწყოთ ეხლა სპორტი და პოლიტიკა არაფერშუაშია და ეგეთები)ოკუპანტი არის ოკუპანტი. წავიდნენ და ითამაშონ ციმბირში ისევე როგორც ჩვენ ნაკრებს ეთამაშნენ 12 აპრილს თოვლში და ყინვაში.
SaNi
20 დეკემბერი 2017 19:50
5
ვინმემ ხომ არ იცით რატომ გვეტენებიან რუსები? ჩაეტარებინათ ყირიმში,სოჭში, სოხუმში,ცხინვალში ან თუნდაც კრასნოიარსკში სადაც ერხელ ჩვენი ნაკრები მიიღეს მუხლებამდე თოვლში იმ იმედით რომ მოიგებდნენ,ბოიკოტი ამ თამაშს ქართველებო!
დავითი
20 დეკემბერი 2017 17:11
14
რატომ ბოიკოტი? "ლონდონ აირშის" ვუგულშემატკივროთ :)
ზვიადი
20 დეკემბერი 2017 17:58
4
ყოჩაღ ჩვენი რაგბის თემი. იციან საქმე. რეპუტაციასაც იმტკიცებენ და გულშემატკივარსაც ანებივრებენ.
ანდრი
20 დეკემბერი 2017 15:42
5

სიახლეები პოპულარული