საქართველო XV-ის მორაგბეთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ზაფხულის თასი 2018-ისთვის 34 მორაგბეს უხმო.

გაფართოებულ შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. ყველაზე ბევრი - 9-9 მოთამაშე თბილისის "ლელო-სარასენსიდან" და გორის "ჯიქიდანაა", 6 მორაგბითაა წარმოდგენილი ქუთაისის "აია", სამით - მარნეულის "არმაზი", ორი-ორი - "ბათუმიდან", რუსთავის "ხარებიდან" და ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივიდან", ხოლო თბილისის "აკადემიიდან" ერთი მორაგბეა.

34-კაციან სიაში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც სხვადასხვა დროს "ბორჯღალოსნებშიც" უთამაშიათ. ყველაზე გამოცდილი გიორგი შკინინია, რომელსაც ნაკრების კვართით 38-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. "ბორჯღალოსნები" არიან გიორგი ჭყოიძე, გუგა შენგელია და ირაკლი სვანიძე. სვანიძე საქართველოს 7-კაცა ნაკრებშიც თამაშობს, საიდანაც საქართველო XV-ში კიდევ სამი მორაგბეა - ილია სპანდერაშვილი, გიორგი ჭუაძე, აკა ტაბუცაძე.

"უმცროსი ბორჯღალოსნებიდან", რომლებმაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგეს, საქართველო XV-ში ერთბაშად 8 მორაგბე დაწინაურდა: ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, დემურ თაფლაძე, სანდრო სვანიძე, ბექა მამუკაშვილი.

გუნდი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეკრებას 20 ივლისს დაიწყებს, ზაფხულის თასის პირველი მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც 28 ივლისს "მიხეილ მესხზე" არგენტინა XV-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 საათზე იწყება. 3 აგვისტოს, 21:30 საათზე ხამაშურიძის შეგირდები ბრაზილიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ტურნირის მეოთხე მონაწილე ტოპ 14-ის 6-გზის ჩემპიონი, პარიზული "რასინგია".

საქართველო XV-ში გამოძახებულნი არიან:

შერკინება: ჟორჟ სალდაძე (აია), მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), გიორგი ჭყოიძე (ლელო), გოგა ხუროშვილი (არმაზი), მიხეილ ფსუტური (ჯიქი), გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), ტარიელ დონაძე (ბათუმი), ბექა საღინაძე (ლელო), მიშო ბაბუნაშვილი (აია), არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), გელა შალამბერიძე (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), გუგა შენგელია (ჯიქი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი);

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), მიხეილ ალანია (ჯიქი), თედო აბჟანდაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), აკა ტაბუცაძე (ლელო), თემურ ირემაძე (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), სანდრო სვანიძე (არმაზი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ბექა მამუკაშვილი (ლელო).


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული