ახალმა ზელანდიამ იტალია გააბითურა (66:3), ფიჯიმ პარიზში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ რაგბიში რამდენიმე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა.

ახალმა ზელანდიამ რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" არ დაინდო იტალია - 66:3 (31:3). "ოლ ბლექსმა" მასპინძლებს რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა. იტალიამ მხოლოდ 9 წუთი გაუძლო მრისხანე მეტოქის შეტევებს და შემდეგ მორცხვად დანებდა.

10 ლელოდან 4 ჯორდი ბარეტმა დადო, 3 დემიან მაკენზიმ, თითო-თითო კი ტიჯეი პერენარამ, ნგანი ლაუმაპემ და ბოდენ ბარეტმა.

"აძურის" მწვრთნელს კონორ ო'შის უნდოდა პლანეტის საუკეთესო გუნდთან თამაშში გაეგო თავისი შეგირდების რეალური ძალა და უნარი და გაიგო კიდეც.

რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფმა ფიჯიმ საუკეთესო შემადგენლობა
შეკრიბა და "სტად დე ფრანსზე" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (12:14), საფრანგეთს 21:14 სძლია. ვერაფერს იტყვი, ისტორიული დღე იყო ფიჯისთვის - წინა 9 შეხვედრაში საფრანგეთმა იმარჯვა. შეგახსენებთ, ფიჯი მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნებთან ერთ ჯგუფში იასპარეზებს.

გლოსტერში რუსეთმა პირველი ტაიმი 22:10 მოუგო იაპონიას, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა (27:32).

სხვა მატჩების შედეგები

უელსი - სამხრეთ აფრიკა 20:11
შოტლანდია - არგენტინა 14:9
ინგლისი - ავსტრალია 37:18
ირლანდია - აშშ 57:14
რუმინეთი - ურუგვაი 20:27
ესპანეთი - სამოა 10:28

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსებს როგორ გაუქაჩიათ.
zura
13:13 27-11-2018
1
ჩვენ რაღა გვიხარია იტალიას თუ დიდი ანგარიშით მოუგო ზელანდიამ?
იტალია ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა იმ თამაშში, ყველა კომპონენტში გვაჯობა, შერკინებაშიც კი!!!!
Tinto bras
12:55 25-11-2018
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული