ახალმა ზელანდიამ იტალია გააბითურა (66:3), ფიჯიმ პარიზში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ რაგბიში რამდენიმე მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა.

ახალმა ზელანდიამ რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" არ დაინდო იტალია - 66:3 (31:3). "ოლ ბლექსმა" მასპინძლებს რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა. იტალიამ მხოლოდ 9 წუთი გაუძლო მრისხანე მეტოქის შეტევებს და შემდეგ მორცხვად დანებდა.

10 ლელოდან 4 ჯორდი ბარეტმა დადო, 3 დემიან მაკენზიმ, თითო-თითო კი ტიჯეი პერენარამ, ნგანი ლაუმაპემ და ბოდენ ბარეტმა.

"აძურის" მწვრთნელს კონორ ო'შის უნდოდა პლანეტის საუკეთესო გუნდთან თამაშში გაეგო თავისი შეგირდების რეალური ძალა და უნარი და გაიგო კიდეც.

რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფმა ფიჯიმ საუკეთესო შემადგენლობა
შეკრიბა და "სტად დე ფრანსზე" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (12:14), საფრანგეთს 21:14 სძლია. ვერაფერს იტყვი, ისტორიული დღე იყო ფიჯისთვის - წინა 9 შეხვედრაში საფრანგეთმა იმარჯვა. შეგახსენებთ, ფიჯი მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნებთან ერთ ჯგუფში იასპარეზებს.

გლოსტერში რუსეთმა პირველი ტაიმი 22:10 მოუგო იაპონიას, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა (27:32).

სხვა მატჩების შედეგები

უელსი - სამხრეთ აფრიკა 20:11
შოტლანდია - არგენტინა 14:9
ინგლისი - ავსტრალია 37:18
ირლანდია - აშშ 57:14
რუმინეთი - ურუგვაი 20:27
ესპანეთი - სამოა 10:28

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გვიღებენ 6 ერში და დროზე ოკეანელებთან გავიდეთ, რომ რაც აქამდე გვიბრძოლია და რა დონეზეც ავედით ის შევინარჩუნოთ. ეს ძალა და მონაპოვარი. თორე ეგენი 6ერი ელოდებიან იმას რომ ჩვენი დონე ისევ ჩამოიწევს ამ "ერთა თასში" რასაც მოტივაციის დავკარგვა გამოიწვევს, რაც რუმინეთს გაუკეთეს. დროზე უნდა გავიდეთ ოკეანელებთან ერთობლივი ტურნირი დროზე.
Bidzi.
06:56 25-11-2018
2
უნდა მოგვეგო რა ამათთვისაც მაგარი იქნებოდა უაზრო შეცდომები დავუშვით
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული