საქართველო XV-მა რუსეთის A ნაკრებთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby/თამუნა ყულუმბეგაშვილი

16 მარტს კრასნოდარში რუსეთი A მორაგბეთა ნაკრებისა და საქართველო XV-ს შორის ტესტ-მატჩი შედგა, რომელიც რუსების გამარჯვებით ანგარიშით 12:3 დასრულდა.

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:

საქართველო XV:15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი), 11. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 10. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 9. რევაზ ბროძელი (ვეფხვები); 1. ზურა ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), 6. ალექსანდრე
კალმახელიძე (არმია), 7. გელაშა ლამბერიძე (აია), 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი).

მარქაფა:16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. მიხეილ რატიაშვილი (აია), 19. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 21. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 25. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი).


შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 17 მარტს ჩვენი დროით 16:00 დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ეს ტურნირი "ბორჯღალოსნებმა" ერთი ტურით ადრე მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვითხოვთ პასუხისმგებლობა აიღოს შესაბამისმა პირმა,უსახური თამაშისთვის მწვრთნელმა(თუ ყავდათ საერთოდ)!ხოლო ნაუცბადევათ დაგეგმილი და შეკრებილი ხალხისთვის რუსეთთან სათამაშოდ ფედერაციის მესვეურებმა.თქვნ ხალხის ნერვებზე თამაშობთ და ვერ აცნობიერებთ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესებსა და ქართველი ხალხის წინაშე !
დავითი
17 მარტი 2019 18:55
0
გარდა იმისა, რომ მართლა ამ ღრუსებს რას ვეხუტებით და რატომ ვესპარინგებით ყველა დონეზე -ეს ერთი საკითხია! მეორე- რა პრინციპით შეადგინეს გუნდი? დიდ ათში ბევრად უკეთესი ბიჭები არიან. მესმის, რომ მაქსიმალურად ბევრი მორაგბე უნდა გამოცადო ა ნაკრებში, მაგისთვისაა, მაგრამ არა რუსებთან!!! 9 და 10 ნომრები არ გვყავდა ფაქტიურად! არ ვიცი უ20ის ბიჭები ( ალანია, მარგალიტაძე, იგივე დვალიშვილი სად არიან? პირველი ხაზი უკეთესი იყო საჭირო. მეორე ხაზი საერთოდ 0, მესამეც. 8ნომერი კარგი იყო. უკანა ხაზი, აქ მაინც ხომ შეიძლება ენდო ამ ბავშვებს, არა? ათამაშე რა მეტი ახალაზრდა? წიკლაური რაც არის, ეგ არის, მაგრამ სიჭინავაც ამაზრზენი იყო, პასს არ იძლეოდა, როდესაც საჭირო იყო. სხვებ თითქოს არც ყოფილან საერთოდ. და , რაც მთავარია- რაც არ უნდა სუსტი შემადგენლობით იყო ქართველი რუსის წინააღმდეგ, უნდა ბრდღვნიდე, დაჭრილი ლომივით იბრძოდე! მსგავსი ვერაპერი შევნიშნე. ვინმემ მართლა ხომ არ დაიჯერა ამათთან ძმობა?
გაგა
17 მარტი 2019 02:23
1
დაიმახსოვრეთ, მოგება და წასხმა ძმები არიან.
zurab
17 მარტი 2019 00:21
13
dasanania rom wavaget magram asec xdebs xolme, xval chveni lomebi borjgalosnebi moigeben mtavari mainc mtavaria.
beso
17 მარტი 2019 00:05
2
არაფერში არ გვჭირდებოდა ეს თამაში ტყუილად ხასიათი წავიხდინეთ. ყოველთვის როგორ უნდა გვაჯობონ რუსებმა ჭკუაში
irakli81
16 მარტი 2019 22:01
2
ჩვენ მაგათთან თამაში არ გვჭირდება.
sdfffff
16 მარტი 2019 20:30
4
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თამაშის დაგეგმვით ჩვენი რაგბის მესვეურებმა რუსებს ასე ვთქვათ "კოჭი გაუგორეს" და მცირე განტვირთვის საშუალება მისცეს, რადგან ეს შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი ისაა, რომ ნამეტანი სპონტანურად მოხდა საქართველო XV-ის შეკრება და ბიჭები აშკარად შეუთამაშებლები იყვნენ. მეორე, მოგვწონს თუ არა, რუსების ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე "დიდი 10" და მათი კლუბები ევროსარბიელზე მერამდენე წელია მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა გაკეთდეს ერთი ქართული "ფრანშიზა"!!!
qomagi
16 მარტი 2019 20:00
5
Ertaderti rac momewona- formaa) ise, es mojamuli shindisperi( vitom gvinisperi) witlit rom sheicvalos ar iqneba urigo. Social- demokratebis da bneli 90ianebis ferebshi ratom unda viyot?
Gagi
16 მარტი 2019 19:56
8
აუკრძალოს ვინმემ წიკლაურს თამაში!!!!!
მთ
16 მარტი 2019 19:37
4
ჩვენი ფედერაციის შეფობისთვის ჩამახედა ტვინში...რატომ "ეკინძებიან" რუსებზე გაუგებარია! რაგბშიც რუსებზე უკეთესი საძმაკაცო ხალხი ვერ მონახეს?! რა ჭირი გვჭირს ასეთი?!
პაატა
16 მარტი 2019 19:31
2

სიახლეები პოპულარული