საქართველოს 7-კაცა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

პოლონეთში მიმდინარე ევროპული რაგბის სერიებში საქართველოს 7-კაცა ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრაში იტალიის გუნდთან დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეებმა 7:12 წააგეს და მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უელსს შეხვდებიან.

ამ შეხვედრამდე ქართველებმა 2 შეხვედრა მოიგეს. ჯერ ინგლისი დაამარცხეს (21:12), შემდეგ გერმანიასთან 3 ქულით დამარცხდნენ (12:15) და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რუსეთი დაამარცხეს - 22:17.

საქართველოსა და უელსის 7-კაცა ნაკრებებს შორის შეხვედრა 16:15 წუთზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭებს ულოცავ ამ მაინც წარმატებული სერიის ჩატარებას
Best
17:21 21-07-2019
0
ეეჰ,ბედი შეგვიტრიალდა ეტყობა.უელსთან 14-17 ზე,ხაზი გავარღვიეთ,ჩვენი კაცი გაიქცა, ჩათვლიდან ნახევარ მეტრში გაგვაჩერეს და წაგვართვეს ბურთი,უკვე გაწითლებულზე.სიჩქარეები აშკარად არ გვკმარა,ვერც გაქცეულ მეტოქეებს ვეწეოდით ფლანგებზე.ხელიდან წაგვართვეს გამარჯვება.
სოსო
16:50 21-07-2019
0

სიახლეები პოპულარული