საქართველოს 7-კაცა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

პოლონეთში მიმდინარე ევროპული რაგბის სერიებში საქართველოს 7-კაცა ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრაში იტალიის გუნდთან დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეებმა 7:12 წააგეს და მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უელსს შეხვდებიან.

ამ შეხვედრამდე ქართველებმა 2 შეხვედრა მოიგეს. ჯერ ინგლისი დაამარცხეს (21:12), შემდეგ გერმანიასთან 3 ქულით დამარცხდნენ (12:15) და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რუსეთი დაამარცხეს - 22:17.

საქართველოსა და უელსის 7-კაცა ნაკრებებს შორის შეხვედრა 16:15 წუთზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოგებული თამაში ვაჩუქეთ იტალიელებს.არ ვიცი,რა!მართლა მოხერხება უნდოდა.ჯერ იყო და 1.27 წამით ადრე იმათი ჩათვლიდან სადღაც 20-30 მეტრში ჩვენი აუტი ჩავაბარეთ,მაგრამ მაინც წავართვით ბურთი და 32 წამით ადრე,ჯარიმა აუტში აღარ გადავაგდეთ.ჩვენებმა პირდაპირ გაითამაშეს,რომ დრო გაეყვანათ,შეტევა გავშალეთ გავიტანეთ ფლანგზე,ისიც გაიქცა და და როცა წამოეწივნენ,ოფლოუდით მეტოქეს მისცა პასი.იმის დამწევი,კაცი აღარ იყო.ბურთიანად წინ რომ არ გავარდნილიყო,და ისევ უკან გამოეთამაშებინათ ბურთი,ის წამები უცბად გავიდოდა.როცა ლელო დადეს,დრო უკვე გასული იყო.მგონი ფსიქოლოგიურად უფრო ვერ აღმოვჩნდით მზად გამარჯვებისათვის,თორემ ტაქტიკურად ასეთ სისულელეს,როგორ გააკეთებდნენ.
სოსო
15:36 21-07-2019
0
ბიჭებს ულოცავ ამ მაინც წარმატებული სერიის ჩატარებას
Best
17:21 21-07-2019
0

სიახლეები პოპულარული