რუსეთის ნაკრებთან თამაში არავინ არ ისურვა და ბორჯღალოსნების ნაცვლად კლუბების ნაკრებს შეხვდებიან

AutoSharing Option
როგორც იცით, რუსეთის ნაკრებმა პოლიტიკური მიზეზით ბორჯღალოსნებთან თბილისში დაგეგმილი მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მასთან თამაში არავინ არ ისურვა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებს შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაცია საიტით ავრცელებს:

"12 აგვისტოს რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას პრემიერლიგის კლუბების ნაკრებთან ჩაატარებს.

ეს სპარინგი 17 აგვისტოს იტალიასთან ტესტ-მატჩის წინ ვარჯიშისა და გუნდური ურთიერთმოქმედების მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება.

გულშემატკივრებსა და რაგბის მოყვარულთ ჩვენი გუნდის მომზადების ნახვის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც 20 სექტემბერს იაპონიას მსოფლიოს
თასზე შეხვდება.

მატჩის შემდეგ გათვალისწინებულია გულშემტკივრებისთვის ორივე გუნდის ავტოგრაფ-სესია. გაიყიდება რაგბის ატრიბუტიკა და სუვენირები.

მატჩი სტადიონ "სლავაზე" გაიმართება. დასწრება თავისუფალია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰაჰაჰაჰა! მეტი რა კომენტარი უნდა გააკეთო? ეგონათ, კალთებს დაახევდა ვინმე:)))))))))))
: )))))))
06:55 03-08-2019
6
მთავარია რუსებზე რამე უარყოფით კონტექსტში ვთვათ ხო?...
ჩვენს შემთხვევაშიც იგივე არ მოხდა?...
ალბათ რუსი ჟურნალისტებიც იგივეს დაწერდნენ :)))))
ძალიან დაბალი დონეა უბრალოდ!
34
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული