რაგბიშიც დაპირისპირებაა - მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა რაგბის კავშირი დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ თანამდებობა დატოვა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დააანონსა, - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველმა არხმა" გაავრცელა.

"ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა, ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც.

ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად, დაპირისპირება არჩიეთ,
შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვიდან გამომდინარე, წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემ მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ.

ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი", - წერს ხურციძე.

ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გია ნიჟარაძე დააბრუნეთ ქართული რაგბის რულთან)) მაგის ტოლი არავის არაფერი გაუკეთებია კავშირში
luka
09 სექტემბერი 2019 21:30
5
კარგი იქნებოდა,მაგრამ გია უკვე ორბიტაზეა გასული და მისთვის დაბრუნება,უკანსვლის ტოლფასი იქნება.სანამ წავიდოდა,მანამდე უნდა გავფრთხილებოდით.ესეც ვთქვათ,რომ ფირაში მისი ყოფნა,დიდი სიკეთეა საქართველოსათვის და შეიძლება უფრო მეტადაც კი გვეხმარება იქიდან.
სოსო
10 სექტემბერი 2019 10:08
1
ხურციძე არ ვიცი რამდებად კარგი კადრია მაგრამ სვანიძე, რომ მოსაშორებელია ეს აშკარაა....
კობა
09 სექტემბერი 2019 21:23
3
ნაკრები პროგრეს კი არა რეგრეს განიცდის. ამას მარტო შოტლანდიასთან წაგებების გამო არ ვამბობ.
გოგა
09 სექტემბერი 2019 22:02
7
რეგერსი ნამდვილად ზებგერითი შეფასებაა
ირაკლი
09 სექტემბერი 2019 22:38
5
ეტყობა ფედერაციაში ფულის სუნი დატრიალდა,ყველგან ასე ხდება და რაგბისაც დაადგავენ ეტყობა მგლები თვალს.კონკრეტულად ამ ადამიანზე არ ვამბობ,მაგრამ უკვე მეორე კაცი ალაპარაკდა და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს
სოსო
09 სექტემბერი 2019 22:48
1
ჯერ ერთი რა თანამდებობაა მაღალი სპორთული მიღწევების დირექტორობა? ვინ გამოიგონა და რომელ ნორმალურ ქვეყანაში ნახავთ ასეთ თანამდებობას? ბანანის რესპუბლიკაა ეს ქვეყანა და თავი ევროპაში ჰგონია ხალხს! კარგით რა როგორ შეიძლება ყველაფრის ასე გაუფასურება?
niko
10 სექტემბერი 2019 06:14
8
დიდი ხანია ცვლილებებია საჭირო არსებული ფედერაცია უსაქმური და არაფრისმაქნისია.
კახა
10 სექტემბერი 2019 00:58
1
ბაჩო მუშა კაცია ბევრი აქვს გაკეთებული ნაკრებისთვის. მან მოაწყო U20 საქართველოში რომ ჩატარდა. სვანიძე მოსაშორებელია შტაბით. ჟვანიას რაც უქნეს უკან მოხვდებათ.
ლომი
10 სექტემბერი 2019 00:09
3
რაგბი დაგვრჩა დასანგრევად და აბა თქვენ იცით, ჩვეული ქართული ,,ენთუზიაზმით,, მიადექით ჩაქუჩით და განავლით
ზაზა
10 სექტემბერი 2019 08:58
1
წარმატებები მინდა ვუსურვო ბაჩო ხურციძეს! ეს არიანუსუსტესი,არაპროფესიონალი ფესერაცია,რომელსაც არამხოლოდ ეროვნუკი ნაკრები მიყავს რეგრესისკენ,არამედ ბავშვთა და შიდა ეროვნული ჩემპიონატები,აფსურდული და უაზრო პოლიტიკა მოთამაშეების და გუნდების მიმართ,საშინელი მდგომარეობა რეგიონებში! დროა ცვლილებების!
მენგრელ
09 სექტემბერი 2019 23:46
4
სვანიძე არი უნამუსო ნაციოანალი. აქამდე არ ჩანდა რა იყო? როგორ მუშაობს ეგ და მისის შტაბი, ჰეიგის ჩათვლით/ პასუხებს იძლევა? ნორმალური კითხვა თუ დაუსვეს? რა გონორითაა? მარა, ეს მაინცდამაინც შენ რო შეგეხება, მერე ხმის ამოღებაც მაგარი კინტოობაა რა.
gagi
10 სექტემბერი 2019 04:48
17

სიახლეები პოპულარული