საქართველოს ჩემპიონატის, დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერრაგბის ფინალისტს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
წინ სერიის მეორე მატჩია, რომელიც ბუენოს-აირესში 24 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ საქართველო XV განმეორებით შეხვედრას უკეთ ჩაატარებს:
"ამ დონის გუნდს ისტორიაში პირველად ვეთამაშეთ. "იაგუარები", ფაქტობრივად, არგენტინის ნაკრებია, რომლის მორაგბეებსაც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი აქვთ გავლილი და შესანიშნავ ფორმაში არიან. ვფიქრობ, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა,
"ხაგუარესთან" მატჩში სამი ჩვენი მორაგბე სინბინით დაისაჯა და 30 წუთი მოედანზე კაცნაკლულები ვიყავით, რაც მეტოქემ ლელოებში ასახა. ხამაშურიძის თქმით, დისციპლინის პრობლემები მეტოქის სიძლიერემ განაპირობა:
"არგენტინელები ისეთ ტემპში თამაშობდნენ, რასაც შეჩვეულნი არ ვართ და ხშირად ვრჩებოდით თამაშგარეში. უკვე ბუენოს-აირესში ვართ, გავარჩევთ განვლილ შეხვედრას და ვეცდებით, პრობლემები გამოვასწოროთ. პირველ შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო ირაკლი სვანიძემ და მეორე შეხვედრაში ის ვერ დაგვეხმარება, დანარჩენი მორაგბეები კი მწყობრში არიან".
სერიის მეორე მატჩი 24 იანვარს, ბუენოს-აირესში გაიმართება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით