საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი კალანდაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

დიმიტრი კალანდაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის 2 კანდიდატის მოთხოვნა გამგეობამ გაითვალისწინა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა და ის 29 იანვრის ნაცვლად, 24 თებერვალს გაიმართება.

რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გოჩა სვანიძემ უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა.

"ხურციძემ და აბუსერიძემ გამგეობას არჩევნების გადადების მოთხოვნით მიმართეს. ხურციძეს დოკუმენტების უკეთ გაცნობა სურდა, ხოლო აბუსერიძე თარიღის ცვლილების მოთხოვნაში აღნიშნავდა, რომ საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩასატარებლად მეტი
დრო სჭირდებოდა.

გამგეობის პოზიცია არ იყო ერთიანი, თუმცა, მე, როგორც გამგეობის რიგითმა წევრმა, კრებას თარიღის ცვლილება ვთხოვე. არის მოარული ხმები, რომ რაგბის სამყარო გახლეჩილია და ამის ფონზე ვთვლი, რომ პირადად მეც არ უნდა წავსულიყავი ამ მოთხოვნის წინააღმდეგ. თუკი ვინმეს აქვს სურვილი და საშუალება რაგბის სამყაროს გაერთიანებისა, მე პირადად ასეთ ადამიანებს მივესალმები.

გუშინაც განვაცხადე, რომ ჩემი კანდიდატურის მოხსნა დღის წესრიგში არ დგას. ასევე, დიდი ალბათობით, არც დადგება. ზეწოლა თუ იქნება, არათუ კანდიდატურას არ მოვხსნი, უფრო მეტად აგრესიული და აქტიური გავხდები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებული ამბები, თითქოს პროკურატურაში დამიბარეს და ა.შ. მხოლოდ ჭორებია და რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სუსის ჩარევის გარეშე არჩევნები ვერ იქნება ღირსეული!
zurab
16:29 28-01-2020
3
ტიპმა 4 წელიწადში დაღუპა ქართული რაგბი და კიდევ ვირივით აჯდება სკამს,წახვალ და შენი ლაქიებიც მოგყვებიან რეგიონებიდან,რომ გაყვლიფეთ ქართული რაგბი!
მარგალ!
00:26 29-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული