გოჩა სვანიძე - ჩვენი კონკურენტი პარტიული ადამიანი კლუბებზე ზეწოლას მაჟორიტარების საშუალებით ახდენს

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა სვანიძის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი კონკურენტი, პარტიული ადამიანი, მაჟორიტარებთან პირად კავშირებს იყენებს და მათი მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე იძულება ხდება, რომ არჩევნების ბოიკოტი მოაწყონ.

მისივე თქმით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს კლუბების ნახევარზე მეტი უნდა დაესწროს, კლუბებს კი ხმები არათანაბრად აქვთ განაწილებული.

„ამაზე ინფორმაცია ჩვენ გუშინაც გვქონდა, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს უფრო მეტად ეხება მუნიციპალურ კლუბებს. მუნიციპალიტეტების მხრიდან მე ვიცი ზუსტად, რომ არანაირი დავალება არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს კონკურენტი, პარტიული
ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი კავშირები გააჩნია მაჟორიტარებთან და ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდან არის ზეწოლა კლუბებზე, რომ ბოიკოტი მოუწყონ. თუმცა იმავე რეჟიმში განმეორებითი კრება რომ ჩატარდეს, დღეს არსებული კვორუმი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, მის მიმართ ძალიან დიდი ბრალდებებია.

„აუდიტის დასკვნაზე მე დღეს გავაკეთებ განცხადებას ძალიან მარტივს და გეტყვით, რომ ჩემ მიმართ არის ძალიან დიდი ბრალდებები აუდიტის დასკვნასთან მიმართებით, ხმების გაყალბებასთან მიმართებით, რომელიც ასევე იკადრა ერთ-ერთმა, ჩემმა მეორე ვიზავიმ. ხმებს ვაყალბებ თურმე მე კლუბებში. ეს ფაქტები რომ დადასტურდეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას არ სჭირდება დამატებითი განცხადებები. თუ სჭირდება, მე თვითონ მოვამზადებ ამ განცხადებებს, ძალიან კარგად ვიცი, როგორ კეთდება ეს და კეთილი ინებოს, შეიწუხოს თავი. იმიტომ, რომ თუ ვარ სისხლის სამართლის დამნაშავე, მე ამ წუთას აქ არ უნდა ვიდგე და თუ არ ვარ, ამაზე პასუხს გავცემ“, - აღნიშნა სვანიძემ.

interpressnews.ge

altრაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ ვიცი მართალია თუ არა რასაც აბრალებენ სვანაძეს, წესით ეს გამოძიების საქმეა ,მაგრამ ამ ქვეყანაში ვინ უნდა გამოიძიოს, რომ ხალხის ნდობა ჰქონდეს? ერთს ვიტყვი რომ რაც არ უნდა ცუდი იყოს სვანიძე, პარლამენტში წამოსკუპებულ, უმაქნის და დაბოღმილ ქოცს მაინც ჯობია.
irakli81
25 თებერვალი 2020 11:35
8
Აბუსერიძის გადამკიდე მეც ვიფიქრებდი შემოვლით გზაზე
ანდრი
24 თებერვალი 2020 21:23
1
რას ერჩით ამ კაცს ვერ გავიგე. რამე კონკრეტული დანაშაული თუ აქვს ჩადენილი თქვით, თU არადა ჰაბიტუსი არც მე არ მომწონს, მაგრამ არჩევნებისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ღიპიანია თუ მელოტი.
emigranti
25 თებერვალი 2020 01:44
12
ფული შეჭამა და საქმე არ გააკეთაო,ჩვენი პროკურატურა რისი გამომძიებელია,შენც კარგად მოგეხსენება,ასე რომ ჰაბიტუსი არაფერ შუაშია.
zas.
25 თებერვალი 2020 09:48
5
ეს კაცი ცოტა არ იყოს შორს არის თავმოყვარეობისგან ან თვითშეფასების უნარისგან, თორემ საკუთარი მოღვაწეობის შედეგს (უშედეგობას) დაინახვდა და პირნათლად თავაწეული წავიდოდა. ახლა კი . . . არ ვიცი აბუსერიძე და სხვები ვინ ვისი პროტეჟეა, მაგრამ შენ რომ უკან არ წაგეყვანა რაგბი ამ 4 წლის განმავლობაში და 6 ერის ძახილში ნულიდან არ უწევდეს ნაკრებს შენება (რაგბი ევროპაზე კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ უფრო დიდი უფსკრული გაჩნდა ჩვენსა და თუნდაც იაპონიის და ოკეანეთის გუნდებს შორის) ხელისგულზე მოგართმევდნენ მეორე ვადით პრეზიდენტობას. ახლა კი გულშემატკივარ სულ არ აინტერესებს ეგ თქვენი ჭიდაობა.
???
25 თებერვალი 2020 01:36
16
აბუსერუძე უფრო პრობლემა გახდება ისე ეტყობა სიტუაციას... ისევ ეს დარჩეს ჯობია..
zviads
25 თებერვალი 2020 15:22
6
Აბუსერიძემ რაც ნიჟარაძე შეიწირა იმის მერე რა პირით უნდა მოსვლა ვერ გავიგე. Ან რა უნდა საერთოდ, ჯუჯღუნის მეტი რაგბზე არაფერი გაგვიგია მაგისგან. Მართლა თავისი შიდა დეპარტამენტი გონიათ სპორტი.
ანდრი
25 თებერვალი 2020 18:55
0
გიტანეთ ეს კაცი...
nik
24 თებერვალი 2020 20:47
24
თუ დამნაშავეა გამოიძიონ, უღირსი მეთOდებით კი არ უნდა ებრძოლონ... ფაქტია აბუს მომხრეებმა ჩაშალეს ყრილობა
kloss
25 თებერვალი 2020 10:03
2
თუ დამნაშავეა გამოიძიონ, უღირსი მეთOდებით კი არ უნდა ებრძოლონ... ფაქტია აბუს მომხრეებმა ჩაშალეს ყრილობა
kloss
25 თებერვალი 2020 10:05
5
სვანიძის სწრაფვა რუსული კონტინენტალური ლიგისკენ და მისი ცივი დამოკიდებულება პრო-14-ის მიმართ არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა ამ პოსტზე.

სხვა მხრივ მის მიმართ არსებული პრეტენზიები არ მგონია დიდად მართებული.

კაცს ედავებიან მიწის გასხვისებას, რომელიც რეალურად უვარგისი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ერთადერთი მაგით აპელირებენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რეალურად მართლაც არაფერი '' უჭამია'' დიდად.

შეიძლება მეტის გაკეთება შეუძლია ვინმეს მის ადგილზე, მაგრამ აბუსერიძის, რომელსაც მაჟორიტარის როლში არაფერი სარგებელი მოუტანია ქვეყნისთვის, ნამდვილად არ მწამს
Supporter
25 თებერვალი 2020 11:09
2
რა უფსკრული გაჩნდა ჩვენ და კუნძულელებს შორის? ტონგაზე და სამოაზე ძლიერი ნაკრები გვყავს ეს ერთი. იაპონიამ და ფიჯიმ კი იმის ხარჯზე მოგვიგო და გაგვასწრო რომ ყოველ კვირა უწევთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ჯახი და კლასის აწევა. 6 ერში რო არ გვიშვებენ სვანაძეს ბრალია? თუ სვანაძეს არ უნდა მაღალ დონეზე აწევა ჩვენი ნაკრების? არ შეესაბამება ჩვენი რაგბის დონე ჯერ ევროპულ დონეს . სანამ არ შევიგნებთ ამას წინ ვერ წავალთ ვერასოდეს.
??? -s
25 თებერვალი 2020 10:28
6
ერთმანეთის ჭამას საქმეზე და განვითარებაზე ილაპარაკეთ ჯობია , რა არ გაკეთდა და რა არის მომავალში გასაკეთებელი! 6 ერში არ გვიშვებენო სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს პიარზე რომ ხართ გადასული რა 6 ერი? :))) 1 გუნდი ვერ გაგიყვანიათ ჩელენჯზე სადაც : ესპანეთის, გერმანიის, რუმინეთის, რუსეთს ხომ სულაც 2 გუნდი ყავს და რუმინეთის გუნდები თამაშობენ .
რომ გაიძახით იტალიას რა უნდა 6 ერშიო
იტალიის 6 გუნდი თამაშობს ჩელენჯზე და პრო 14 ში.
ამიტომ საქმე ბატონებო საქმე პიარის ნაცვლად!!!!!!!! :|
Best
29 თებერვალი 2020 03:26
0

სიახლეები პოპულარული