გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანაძე სოციალური ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ონლაინ ჩაერთო, აქამდე გაჟღერბულ და მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"პრეზიდენტობა ჩემი მიზანი არ ყოფილა. რაგბის კავშირის ხელმძღვანელად არჩევის დროს (4 წლის წინ) ეს არ ყოფილა ჩემი სურვილი, ამაზე არც ვფიქრობდი, თუმცა ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე.

ტყუილია იმაზე საუბარი, რომ ევროთასებზე სათამაშოდ რაგბის კავშირმა "ლოკომოტივს" კუთვნილი თანხა არ მისცა. ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია კლუბების დახმარება, როცა ამის სახსრები გვაქვს.

რეგიონულ რაგბიზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ
პროცესები. ზუგდიდში დიდი ბაზა კეთდება, ზესტაფონის სარაგბო კლუბი ერთ-ერთი სერიოზული ძალა გახდება. სხვათა შორის, იყო საუბრები "ზესტაფონზე", რომ ორი წლის წინ შექმნილ გუნდს ხმის უფლება რატომ აქვს, თუმცა თუ ნახავთ, იქ უკვე 300-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.

რაგბის კავშირს უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად ჰქონდა ფინანსური დეფიციტი, თუმცა საგანგაშო არაფერია. ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ დაუგეგმავი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, ანუ წლის დასაწყისში არც კი ვიცოდით, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა შეხვედრის გამართვას შემოგვთავაზებდა. ასეთი ამხანაგური თამაშების გამართვა კი ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის აუცილებელია.

ასევე, ვერ ვხვდები საიდან მოდის აზრი, რომ საბავშვო რაგბი  ჩაკვდა. მოედნები არ გვყოფნის ფესტივალების ჩასატარებლად. უკანაკსნელ 2,5 წელში 2000-მდე გაიზარდა რაგბიში ჩართული ბავშვების რაოდენობა.

რაც შეეხება სტუდენტურ რაგბიში არსებულ პრობლემებს. ამ სფეროს ერთი ადამიანი ედგა სათავეში, რომელსაც სხვა საქმე ვერ გამოუჩნდა და ფაქტობრივად, შემცვლელის პოვნა არის გადასაჭრელი საკითხი. რამდენიმე წელია ვსაუბრობ ამ თემაზე, გავეცი დავალება, მაგრამ არაფერი კეთდება და ალბათ საკადრო ცვლილებებთან გვექნება საქმე.

პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ პოლიტიკაში რაგბიში არ შესულა. პოლიტიკურ სივრცეს არ აინტერესებს ვინ იქნება რაგბის სათავეში, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია ეს სფერო წარმატებული იყო. მხოლოდ ჩვენი რაგბის მცირე ნაწილი ცდილობს პოლიტიკის შემოტანას ამ სივრცეში, რაგბის პოლიტიზაციას და მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ მცდელობებს თავი დაანებონ.

პირდაპირ ვიტყვი და პასუხისმგებლობას ავიღებ რაგბის კავშირის ცუდ საკადრო პოლიტიკაზე. არ შეიძლება სკამის, თანამდებობის გულისთვის რაგბის განვითარება დაბლოკო.

რუსულ კლუბებში ძალიან ბევრი მორაგბე მიდის, რაც სოციალური პირობებით არის განპირობებული. 1500-2000 ლარი მათი ოჯახებისთვის საკმარისი არ არის, ნაწილი ასეთ ხელფასსაც ვერ იღებს ჩვენს ლიგაში.

რაგბის კავშირი მოთამაშეთა სელექციაში არასრდოს ჩარეულა. ჟვანიასთან დაკვშირებით მივედი და ვიკითხე, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, იქ მისულს მწვრთნელებისა და მოთამაშეების ერთსულოვნება დამხვდა, ბოდიში მოვიხადე და წამოვედ.

სამხერთ აფრიკის ჩემპიონატში ქართულ ფრენჩაიზს რაც შეეხება, აფრიკელებთან პერიოდული კონტაქტი გვაქვს, მათ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე საუბარი ივლისში განვაახლოთ.

მზიურის მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე იმას ვიტყვი, რომ შემოსული თანხიდან ქართული რაგბი ინფრასტრუქტურას მიიღებს, აქამდე კი იმ ნაკვეთს სარგებელი არ მოჰქონდა.

რაც შეეხება არჩევნებს, მინდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს, თუმცა 10-კაცზე მეტი ადამიანის შეკრება როგორ მოხერხდება არ ვიცი. ვზარალდებით, რადგან ბევრი სპონსორი ელოდება პასუხს თუ ვინ იქნება პრეზიდენტი და რა პოლიტიკა გაგრძელდება. ამიტომ, რაგბის საკეთილდღეოდ, არც ონლაინ არჩევნების გამართვა არის გამორიცხული."

მკითხველის კომენტარები / 9 /
მისმა პრეზიდენტობამ არაფერი შესძინა ქართულ რაგბის. ეხლა იმიზეზებს არჩევნების ჩატარების სირთულეს.
მერაბი
24 ივნისი 2020 11:40
0
ეს არაადეკვატური ადამიანი ქართულ რაგბის უნდა ჩამოშორდეს.
ჯერი
17 ივნისი 2020 16:56
1
პოლიტიკა კი არა, ჩვენ რუსეთთან თამაში არ გვაწყობს. ზედმეტი ფულის , ჯანმრთელობის და ენერგიის ყრაა და არანაირი უკუგება.და თქვენი მოქმედებებით თქვენ ცდილობთ პოლიტიკის შეტანას რაგბიში.
ddgfdf
16 ივნისი 2020 18:10
0
ამას სააკაშვილის სინდრომი ჭირს ეშხშია შესული დაევასა პრეზიდენტობა. და რაღაცეებს რომ მიედ მოედები რა გააკეთე ოთხი წელი ერთი წესიერი თამაში ვერ ჩამოიტანე თბილისში თავი ვერ მოაბი თორე ფულს არ დაგიკავებდა მამამარჩენალი...
კახა
15 ივნისი 2020 01:06
5
რაგბის მოედნის გაყიდვა და იქ კორპუსის მშენებლობა რა სპორტია?
korpusi
14 ივნისი 2020 23:38
1
ეს კაცი,იმას ამბობს,რომ რაგბის მოედანი,იქ ვერ ეტეოდა და თამაში შეუძლებელი იყოვო,ამიტომ ადგილი გავყიდეთ და შემოსულ თანხას,სხვა ადგილზე,ინფრასტრუქტურის შესაქმნელად გამოვიყენებთო.თუ მართლაც ასე იქნება,ვფიქრობ ძალიან სადავო არ უნდა იყოს.აი ონლაიონ არჩევნების გამართვა და კი,ნამდვილად არ იქნება ძნელი საქმე და აქამდეც შეიძლებოდა, ამისი გაკეთება.
სოსო
15 ივნისი 2020 10:15
2
ახალი ოლიმპიური სახებაა
"სოკ"-ი
15 ივნისი 2020 09:04
0
Საკადრო პოლიტიკაო, ესეც კაი თუქსუსია! Თუმცა სარაგბო ჩინოვნიკებისადმი ნეგატიური განწყობა ქართული რაგბის, ეროვნული გუნდისა და რაგბისტების მიმართ მხარდაჭერაზე არამც და არამც არ უნდა აისახოს!
Irakli
14 ივნისი 2020 16:15
0
სამიოდე კითხვა მაქვს:

1) საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე იქნება თუ მის შემდეგ?
2) კენჭისყრა პროპორციული სისტემით ჩატარდება. მაჟორიტარულით თუ შერეულით?
3) კოალიციური გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტი (და საერთოდ ადმინისტრაცია/ხელმძღვანელობა) პარტიული პარიტეტით განისაზხღვება თუ შიდა პრაიმერით?

პატივისცემით
საერთაშორისო დამკვირვებელი
14 ივნისი 2020 15:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული