რაგბის კავშირს პრეზიდენტობის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

AutoSharing Option
2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი.

მოგეხსენებათ, ჯერ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს. არჩევიდან 2 კვირაც არ იყო გასული, რომ გორგასლიძეც გადადგა...

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
რაგბის კავშირს პრეზიდენტობის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს" style="height: 50px; width: 50px;" />საგანგებო ვითარების გამო რაგბის კლუბები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
მკითხველის კომენტარები / 6 /
"ტოჟე მნე გოგებაშვილი!"
zurab
17:39 21-08-2020
0
ათოსნები ვართ ყველა მიმართულებით რუსების "დავალებების" შესრულებაში!!!
პაატა
17:20 21-08-2020
9

სიახლეები პოპულარული