რწმენა ტყუილის თქმას მიკრძალავსო - სამხრეთაფრიკელი მორაგბე დისკვალიფიკაციის მოხსნას უცნაურად შეეცადა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა მორაგბე ჩილიბოი რალეპელემ 8-წლიანი დისკვალიფიკაციის მოხსნა რელიგიურ რწმენაზე დაფუძნებული არგუმენტით სცადა.

33 წლის რალეპელე 2015 წელს დროსტანოლინის მოხმარებისთვის 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. 2019 წელს კი მისმა დოპინგ ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა - ამ შემთხვევაში ზერანოლი აღმოუჩინეს და 8 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში.

თავად სპორტსმენი ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება არ მიუღია და მიაჩნია, რომ შეთანხმებულად ცდილობენ მის დისკრედიტაციასა და რეციდივისტად გამოყვანას.

იმის დასამტკიცებლად, რომ მას დოპინგი არ მიუღია, რალეპელემ განაცხადა, რომ ის ქრისტიანი და მრწამსი მას ტყუილის
თქმის უფლებას არ აძლევს. თუმცა, კომისიამ ეს მტკიცებულება ავთენტურად არ ჩათვალა.

მომზადებულია Rugbymag-ის მიხედვით


altკრიშტიანო რონალდომ შვილი დაიფიცა...

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსამართლეს ქართულად უთქვამს: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო )))))
ეჰ ჩემო კარგო ფიცის რო ჯეროდეთ ციხეში კაცი არ იჯდებოდა ))))
Megreli
18:27 06-09-2020
3

სიახლეები პოპულარული