რუსებს ქართველებთან თამაში "ბორჯღალოსნებთან" გასამართ მატჩამდე სურთ

AutoSharing Option
რუსული სარაგბო საიტი rugger.info ახმოვანებს იდეას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ნაკრებისთვის კარგი იქნება მათი ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების გუნდთან თამაში.

სტატიის ავტორის გათვლა ასეთია: "დათვებს" შემოდგომაზე ბევრი ტესტ-მატჩი არ უწევს. ერთია, თუ რუმინეთი ესტუმრებათ, მაგრამ თუ ეს შეხვედრა ვერ გაიმართა, ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სარაგბო კავშირს. მათი ვერსიით, რუსებმა ქართველ და სამხრეთაფრიკელ ლეგიონერების ნაკრებთან უნდა ითამაშონ.

იდეის მიხედვით, ფინანსური თვალსაზრისით, ეს მატჩები საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრაზე გაცილებით იაფი დაჯდება, ინტერესი კი გარანტირებული იქნება. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თუ საშუალებას მისცემთ, ბილეთებითაც
შეიძლება ფულის გაკეთება... რაც მთავარია, ასეთი თამაშები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნოემბერში გასამართი დუელის წინ საუკეთესო გახურება იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ იდეაა, ავტორი ქართველ ლეგიონერთა ნაკრების სავარაუდო შემადგენლობასაც ასახელებს:

1. მიხეილ რატიაშვილი ("მეტალურგი"), 2. გიორგი ჭყოიძე ("ლოკომოტივი"), 3. ტარიელ დონაძე ("ლოკომოტივი"), 4. ვლადიმირ გოგოლიძე ("მეტალურგი"), 5. გიორგი საბანაშვილი ("ბულავა"), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე ("ენისეი-სტმ"), 7. ნიკო აფციაური ("კრასნი იარი"), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი ("მეტალურგი"), 9. რევაზ ბროძელი ("ლოკომოტივი"), 10. ლაშა მალაღურაძე ("ვვა-პოდმოსკოვიე"), 11. დავით მესხი ("ენისეი-სტმ"), 12. ნიკა ცირეკიძე ("ლოკომოტივი"), 13. ნიკოლას ბერძული ("მეტალურგი"), 14. გიორგი ფრუიძე ("კრასნი იარი"), 15. გიორგი აფციაური ("ვვა-პოდმოსკოვიე")

სათადარიგოები: 16. რობერტ სუთიძე ("კრასნი იარი"), 17. მიხეილ ფსუტური ("მეტალურგი"), 18. ზურაბი ერისთავი ("ვვა-პოდმოსკოვიე"), 19. ილია სპანდერაშვილი ("ლოკომოტივი"), 20. ბადრი დანღაძე ("ბულავა"), 21. არსენი მაჩალაძე ("ბულავა"), 22. გოდერძი ჭინჭარაული ("ბულავა"), 23. ირაკლი სვანიძე ("კრასნი იარი").

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო

altშემოდგომის ერთა თასი - ვრცლად ტურნირის შესახებ და ვის ვეთამაშებით

მკითხველის კომენტარები / 15 /
არცერთი კაცი კაცი ნაკრებში ღრუსეთის ჩემპიონატიდან არცერთი!
ვახო
01:42 22-09-2020
70
საკმაოდ კარგი გუნდი გამოდის.ამდენი ხალხი თუ გვყავდა რუსეთში,არც მეგონა.
სოსო
12:05 22-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული