საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ერთადერთი კარგი და საპატიო სპორტი გვქონდა და ისიც გააფუჭეს. ჩვენ ჩვენი თავის ყველაზე დიდი მტრები ვართ. მაგრა გული მტკივა.
ლომი
27 ოქტომბერი 2020 15:14
1
არც ერთი მორაგბისა და სპორტსმენისგან არ გვაქვს საზოგადოებას არაფერი დასამადლებელი. თუ რამეს მიაღწევენ და მოიგებენ, პირველ რიგში ისევ იმისთვის, რომ აიადან ღრუსეთში კი არა, საფრანგეთში ითამაშოს მაგალითად, მეტი ფული და აღიარება ჰქონდეს, უკეთესი სტატუსი და ცხოვრება. და ქვეყანა მხოლოდ ამის შემდეგ ხეირობს. ეს უზრდელი ბიჭი, სულ რომ ლომუს ან რადრადრას მონაცემები ჰქონდეს, ნაკრებში აღარ უნდა გამოჩნდეს და ვინმე თუ ეთანხმება ჩვენი მორაგბეებიდან ამის გამონათქვამებს, იმანაც უნდა დაიხუროს ქუდი ნაკრებიდან. ჟურნალისტების ნათქვამი, თუნდაც სისულელე არ უნდა იწვევდეს იმას, რომ მთელ ქვეყანას აჩვენოს, როგორ ასწავლეს ოჯახში ზრდილობა.
Sandro
27 ოქტომბერი 2020 12:58
0
ამით ნათლად გამოჩნდა განათლების დაბალი დონე რაგბისტებში და ზოგადად ქართველ სპორტსმენებში კატასტროფული სიტუაციაა,ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მიმართულებით,ელემენტარული ზოგადი უნარების ტესტირებები ან მსგავსი უნდა ჩატარდეს სანამ ნაკრებში მიიღებ მოთამაშეს,თორე ამათი განათლების დონე უკვე ბავშვებში სტიმულს კლავს სპორტის სიყვარულის
ზაალი
27 ოქტომბერი 2020 14:20
1
რაგბის კავშირმა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ეს ბიჭმაჭუნა რაგბისტად. მაგრამ ნაკრებიდან თუ არ გაასხმევინებთ, - ჩვენ გაგასხმევინებთ
Homerson
28 ოქტომბერი 2020 05:29
8
შენი ჟარგონული ტერმინოლოგია უკეთესია, კრეტინო?
shoda
28 ოქტომბერი 2020 10:49
3
:)):)))აუჰჰჰჰჰ,ვინ თქვენ,რას წარმოადგენ?:))))
gurulo
28 ოქტომბერი 2020 08:48
7
აფციაური არ არის ქუთაისის აიას აღზრდილი, სად თამაშობს ეხლა ისიც არასწორად წერია, ასეთი არაკომპეტენტური, ტყუილები და ჭორები ავრცელეთ და გაგიკვირდეთ მერე რატომ გვაგინებენო
გია
27 ოქტომბერი 2020 20:21
15
ქართული რაგბის 35 წლის გულშემატკივრობის სტაჟიანი ადამიანი და ყოფილი სპორსტმენი ვწერ: უპირველეს ყოვლისა ნამდვილი რაგბისტი იყო და არის კიდევაც ძლიერი -ვაჟკაცი ადამიანი რომელიც ჯენტლმენია მოედანზეც და ცხოვრებაშიც და თავის საქმეს აკეთებს და არ ტლიკინებს ბევრს და ბინძური სიტყვებით აგინებს და ემუქრება ადამიანს რომელიც თვალითაც არ უნახავს...
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი: ბატონმა გიორგიმ და ყველა დანარჩენმა სპორსტმენმა უნდა გაიზაროს რომ თუ უნდა რომ იმაში რომ აკეთებს იმას რაც თავად სიამოვნებს (იმედია სიამოვნებს რაგბის თამაში) ფულს უდხიან და ნაკრებს სახელმწიფო ინახავს (ბაზები მგზავრობები, მწვღთნელები და ათასი სხვა ხარჯი) - სახელმწიფო ინახვა ჩვენი ფულით, ანუ ჩვენი ვინც ვიხდით გადასახადებს, მათ შორის იმ ჟურნალისტის ფულითაც , რომელსაც არავის გინება არ უკადრებია ყოველ შემთხვევაში, ასე რომ ყველამ ერთი ადგილ დააყენოს და წერის და გინების მაგივრად მეტი ივარჯიშოს რომ შოტლანდიის ნაირ გუნდებს ცოტა უფრო მეტი წინააღმდგეობა მაინც გაუწიოს ისევ ჩვენ გასახარებლად
ქართველი ადამიანი
27 ოქტომბერი 2020 13:00
2
ნავალოვსკის თვითონ არ დაუწყია გინება, ჯერ გულშემატკივრებმა აგინეს და მერე დაუბრუნა პასუხი თამაშის მერე
შაკო
27 ოქტომბერი 2020 16:32
0
სამწუხაროდ უკვე საკმარისი რაოდენობა გამოვლინდა იმ ადამიანების, ვინც ე.წ ოჯახის სახელით სარგებლობს და სინამდვილეში თავს სჭრის მას. ამაზე კომენტარიც ზედმეტია - არც ინტელექტი უწყობს ხელს და არც შეგნება. სრულიად საწინააღმდეგოა პრინციპისა - რაგბი ხულიგნების თამაშია და ჯენტლმენები თამაშობენ. ასეთს უფლება არა აქვს, რაიმე ღირსებაზე ილაპარაკოს. მისი ბორჯღალოსნობა სირცხვილია
????
27 ოქტომბერი 2020 14:04
1
ჟურნალისტები რა შუაშია?! საჯაროდ ასეთი გინება ვის გაუგია? შვილო, გიორგი, როგორ გგონია, ასეთი სიტყვების მერე ვინმე გვერდში დაგიდგება. შეხვდი, იჩხუბე, აგინე, თუ ასე მაგრად გაგაგიჟა, მაგრამ ასე მთელი ქვეყნის წასაკითხად... ისე რა ვიცი. მგონი მადლობა უნდა გიტხრან, ჩემი დედაო ..., ჩემი დედისო რომ არ ამბობ. საწყენია, საერთოდ სად იზრდებიან ეს ახალგზრდები. გიორგი, დედაშენმა რომ წაიკითხოს შენი ნაწერი, მისი არ შეგრცხვება?
alexandre
27 ოქტომბერი 2020 13:19
1
ვეთანხმები აფციაურს ყველა სიტყვაში,რაც ნაც-უვიც-ჭურნალისტების მისამართით დაწერა და გამოთქვა.იგივე რომ დავწერო,თქვენ იმათზე უარესები ხართ და დაბლოკავთ.ამიტომ უბრალოდ ვეთანხმები და ვისურვებ,რომ თვითმარქვია,ღვარძლიანი,უინტელექტო,უვიცი ჭურნალისტების დრო დამთავრდეს ყველგან და კერძოდ თქვენს საიტზე
ნუკრი
27 ოქტომბერი 2020 17:52
90
ცოდო ხარ, თან პოსტიც გამოგიქვეყნეს, მაგაშიც შეცდი!
Irakli
27 ოქტომბერი 2020 21:58
4
ღმერთმა გაგიმარჯოს!
shoda
28 ოქტომბერი 2020 10:56
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული