საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
გინება ძალიან ცუდია, სამაგიეროდ ეხლა ეს ჟურნალისტი უფრო პოპულარული გახდა... და ვერ გაიგებ რომელი უფრო კმაყოფილია, ასე რომ, ფრეა ძამიკოებო :)
გიორგი-11
27 ოქტომბერი 2020 15:17
15
ესენი არიან ჯურნალისტები?? კაია ამოეფარნენ სდტყვას ,,პროფესიონალური საქმიანობა" და სულ მთლად გავიდნენ თავს, კადრულობენ ტყუილებს და აყოლებენ ,,დაუზუსტებელი ინფორმაციით" შე დალოცვილო დააზუსტე და მერე დაწერე, რაა ერთ მუჭა ქვეყანაში ცხოვრობ და თუ ამას ვერ ახერხებ კაი გინების ღირსები მართლა ხართ.
დათო
27 ოქტომბერი 2020 14:43
28
სხვას, რომ მიუთითებ შენც გადაამოწმე საერთოდ იცი რა სიტუაცია იყო? რა იყო გადაუმოწმებელი იქ? შოტლანდიას მოვუგეთ და არ იცოდნენ ჟურნალისტებმა თუ რა?
me
27 ოქტომბერი 2020 16:58
1
გაუმარჯოს ქართველ ვაჟკაცებს, მართალია დამარცხებულებს, მაგრამ ვაჟკაცებს, ვინც ოფლი, სისხლი არ დაიშორეს და იქ დადეს მოედანზე. გენაცვალეთ ბიჭებო, მერერა რომ წავაგეთ ანგარიშით, მთავარია ამ პატარა ერმა ანახა ის რაც ბევრად დიდ ერს არ შეუძლია
გგგგგ
27 ოქტომბერი 2020 13:21
10
გადარჩენილა ჟურნალისტი რა გინდათ, კიდევ კაი ფეხები არ დაუხვრიტა ...
ივანე
28 ოქტომბერი 2020 11:21
2
რაში არ არის აფციაური მართალი? მიყევით პუნქტუალურად და დაუმტკიცეთ..შენსკენ ვარ გიო..
gurulo
27 ოქტომბერი 2020 12:42
17
სპორტსმენისთვის, მეტადრე ვაჟკაცი რაგბისტისათვის არც ჟურნალისტის გინება, არც სუსტის ცემა, არც მკვლელობა, არც ავარიისას დაღუპული უდანაშაულოებისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალება და ამ გზით სასჯელისაგან თავის არიდება და პატარკაცობაა გამართლებული.
Status quo
30 ოქტომბერი 2020 12:32
1
ნელნელა რაგბისტები თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ავლენენ.
Status quo
30 ოქტომბერი 2020 11:58
3
მეტი აფციაური ვაი ჟურნალისტებს!
alt
28 ოქტომბერი 2020 18:11
8
ჩემს კომენტარებს რატომ არ დებთ თქვენ თუ ნაღდი ჟურნალისტები ხართ?
რეზო
27 ოქტომბერი 2020 16:29
2
მორაგბე უნდა გამოვიდეს და კაცურად მოიხადოს ბოდიში. თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ლანძღვა გინება არ არის სპორტსმენისთვის შესაფერისი საქციელი
ერეკლე
30 ოქტომბერი 2020 10:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული