საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ძალიან კარგად აღზრდილი ყმაწვილი ბრძანდებით :)
გიორგი
27 ოქტომბერი 2020 18:24
0
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს? ყველაფერი კორექტულ ფორმებში განიხილეს და თამაშის ანალიზიც საკმაოდ ობიქტური იყო. რამდენი კრიტიკა არ მოეწონოს სპორტსმენს და გინება დაიწყოს, ეს არც ზნეობრივ და არც სპორტულ ფორმებში არ ჯდება. ნორმალური გულშემატკივარი არ ივიწყებს ნაკრების წარმატებას და ახსოვს ნანატრი გამარჯვებებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტს არ უნდა ითხოვდეს და ზომიერად არ აკრიტიკებდეს. მეც მქონდა შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მოსაზრებაზე მეგობარმა ვეტერანმა მორაგბემ მთხოვა აღარ დამეწერა, მაგრამ ის უარესი არ იქნება საერთოდ აღარავინ აკრიტიკოს და მარტო სადღეგრძელოები წეროს? გინებით და დაპირისპირებით გამოვა ნაკრები ამ სიტუაციიდან? ფაქტია, ძალიან ცუდი რამ მოხდა და ეს ქართულ რაგბიში არსებულ ისედაც საკმად რთულ სიტუაციას მეტად დაძაბავს.
???
27 ოქტომბერი 2020 16:47
4
საკითხი მარტივია: თუ ადამიანი ქრისტეს აღიარებს თავის მხსნელად, მაშინ გინება როგორ შეიძლება, რომ მისაღები იყოს გინდა ჟურნალისტის და გინდა არაჟურნალისტის მიმართ. ხოლო თუ ადამიანი ანტიქრისტეს გზას უნდა, რომ ადგეს, მაშინ მას რა უნდა ელაპარაკო გინდა გინების და გინდა ნებისმიერი სხვა ცოდვის მიუღენბლობის შესახებ.
N
27 ოქტომბერი 2020 12:30
13
არ არის საჭირო რელიგიით სპეკულირება, ჩვენ ყველანი (ადამიანები) ცოდვილები ვართ და რომის პაპზე მეტ კათოლიკობას ნუ "დავიბრალებთ". ამიტომაც, ემოციურ ფონზე ზოგადად გინებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. თუმცა, აფციაური რომ არაადეკვატურია, ეს ადრეც შემიმჩნევია საქართველოს ჩემპიონატში. ჰოდა, როგორც ჩანს, ნაკრებიდანაც დროულად მოკვეთეს (არც დონე აქვს სანაკრებო)
სიმართლე
27 ოქტომბერი 2020 16:16
0
ადამიანის რელიგიურობა არ არის განმსაზღვრელი მისი ზრდილობისა. თუ ქრისტეს არ აღიარებს, ადამიანის შეურაცხყოფა არც ასეთის მხრიდან არის მოსაწონი.
: )))))))
27 ოქტომბერი 2020 14:29
0
აგერ ვწერ კომენტარს. ბოლოში წერია გაფრთხილება, რომ ტექსტი, რომელიც შეიცავს უხამს სიტყვებს წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერო. რას გავს ეს? რატომ გამოაქვეყნეთ აფციაურის გინებით სავსე ტექსტები? გძინავთ თუ რაშია საქმე? აფციაურის გინება გამოაქვეყნეთ, ჩემს ტექსტს კი დაბლოკავთ, ესაა თქვენი საიტის სისუფთავე?
ჟორა გაბრიჭიძე
27 ოქტომბერი 2020 20:00
6
ყოჩაღ მეგობარო! გაივსო ბინძურებით ქვეყანა. თავად მყრალნი და ბინძურნი იგინებიან, ილანძრებიან, ხოლო სხვის სამართლიან ლანძღვაზე კი წიწმატდებიან! ღმერთმა ყველას გაძლება მოგვცეს ამ უკეთურთა ხელში!
shoda
28 ოქტომბერი 2020 10:55
0
გინება არის საკუთარი თავის შეურაცყოფა და ტვინის განუვითარებლობის გამოხატვა. თუ კამათI უნდოდა აეხსნა თავისი დიდი ცოდნა უცოდინრებისათვის. კი ბატონო იტალიაც განადგურდა ინგლისთან და ეს მეტყველებს იმ განსხვავებაზე რაც არის მეორე რანგის გუნდებსა და პირველი ეშელინის გუნდებს შორის. სამწუხაროდ რაგბი უდიდესი სიწსწრაფით ვითარდება წამყვან ქვეყნებში და თამაშის სისწრაფეც, ფიზიკური მომზადება, მოთამაშეების ფიზიკური აღნაგობაც იცვლება. რაც ჰეიგი მოვიდა და წავიდა ერთ ადგილს ვტკეპნით. წარმატება არის 20-იანებში და 18-იანებში მაგრამ ხდება ის რომ როგორც ფედერაცია აირია ასევე აირია შერჩევა და დროული გადაყვანა ახალგაზრდული ნაკრებიდან პირველ ნაკრებში. ქართველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე თუ დროზე არ მიხედე გულს აიცრუვებენ და იმის მაგივრად რომ უფრო მეტი იმუშაონ თავი თავზე მიზნის მისაღწევად, ჭამა სმას და სხვა არასპორტულ საქციელს მიჰყოფენ ხელს. სამწუხაროდ ასეა და თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს სარკეში ჩავიხედო და დავინახოთ ვინ ვართ და არ ა სხვა ვინმე ვეძებოთ. არა მგონია დღევანდელი მწვრთნელი სათანადო დონეზეა. კი ქართულ გუნდს სჭირდება ქართულველი მწვრთნელი, მაგრამ საჭიროა სათანადო დამხმარე სპეციალისტების ჩამოყვანა. განსაკუთრბით უკანა ხაზში. ფიზიკური მომზადება მარტო ბევრი სიმზიმეების აწევა არ არის. თუ შეხედავდ დიდი გუნდების შერკინებას, ისენი ბურთაბოენ კარგადაც და ხაზშიც დიდ სისწრაფეს კრიბავენ და ტანადაც დიდები არიან. ეს ყველაფერი ბავშვობიდან სწორი განვითარების გამოა და სწორი მიდგომის გამო. ბავშვთა რაგბი 7 კაცათი იწყება რაც ბურთის ხელით თამაშს, უდიდეს დონეზე ანვითარებს ასევე შებოჭვას და მოედნის ხედვას. ამიტომ არის რომ ბურთი ასეთი სისწრაფით მოძრაობს დიდი გუნდების ხელაში და იშვიათად უვარდებად ან არასწორად დგანან შეტევასა თუ დაცვაში. ეს იგივეა რაც ფეხბურთში ეზოს ფეხბურთი და პატარა მოედანზე თამაში რაც ტექნიკას ეხმარება და შემდგომ დიდ მოედანზეც გადასვლისა ფეხბურთელი ბეი ბეგის არ თამაშობს. და ბოლოს თუ ჩვენმა 20-ანებმა შოტლანდიას მოუგეს, რატომ არ მიექცა ამას ყურადღება რომ ის ბიჭები რომელთაც იმ თამაშში იყვნენ დროულად გადაეყვანათ პირველ ნაკრებში ამ თაობის ცვლის დროს? განსაკუთრებით უკანა ხაზის მოთამაშეები. მათიაშვილს რა უნდა ნაკრებში? გადახედეთ იმ თამაშს და რა გააკეთა სწორად? ერთი ბოჭვა თუ გააკეთა ანდა ფეხი სად უბრახუნა ან ხაზში სად იდგა? პირველმა ხაზმა საერთოდ ჩაისვარა. შერკინება ბევრად დასუსტებულია, აღარ არის მამუკაშვილ/ნარიაშვილის დრო. ყაულაშვილი საერთოდ ვერ დადგა, რატომ არ იძახებს კარკაძეს, გიგაშვილს, მელქაძეს თუ გინდ ჩილაჩავას რომელიც ყველაზე სწორად თამაშობს, ზურა ჟვანია რატომ მოიძულეს? მესამე ხაზიც ვერ იყო დონეზე და ძალიან ძნელია ამხელა ბუმბერაზი მოთამაში გამოცვლა როგორიც გორგოძე იყო როგორც მოთამაშე და ასევე პიროვნება რომელიც გუნდს ერთს ხდიდა. გუნდს ეტყობოდა სულიერი ლიდერის არ ყოფნა. და ეს ყველაზე დიდი დანაკლისია. მოკლედ სამუშაო ბევრია, კიდევ ბევრი წაგება იქნება დიდ გუნდებთან მაგრამ გამოიტანს სამწვრთნელო შტაბი სწორ დასკვნებს და გააუმჯობესებს შერჩევას და თამაშს? აი ეს არის საკითხავი.
niko
27 ოქტომბერი 2020 16:53
3
ეს ნაკრების წევრია თუ სოფელი "ხიხოს" წარმომადგენელი, ისე ადამიანის შეურაწყოფა თუ გინდა, სხვა სიტყვებითაც შეიძლება ამის გაკეთება მითუმეტეს ნაკრების წევრი თუ ხარ და თან სოციალურ ქსელში პოსტს რომ გამოაჭენებ:), მადლობა ყურადღებისთვის
სანდრო
27 ოქტომბერი 2020 16:35
5
იმის მაგივრად რომ ბიჭები გაამხნეოთ, უაზრო შენიშვნებს აძლევტ ე.წ. "ჟურნალისტები. იტალიამ ირლანდიასთან 50: 17 წააგო, ეს რაგბია თქვე სტერებო. ვეთანხმები გიორგი აბციაურს
rugby
27 ოქტომბერი 2020 12:22
125
ვუყურე იმათ მიმოხილვას და სად ნახა ამ ბედნიერმა შეურაცხოფა ? ყველაფერს სწორად ამბობდნენ თან პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. ეს აშკარად ვერ არის, ეტყობა თავში ბევრი ხვდება და ცოტა გარეკა.
Piper
27 ოქტომბერი 2020 15:05
0
ვერ გავიგე რა ხდება, რაც შეცდომა იყო არ უნდა ვთქვათ და გავჩერდეთ? ნაკრბი ყველასია ადა არა მარტო მორაგებეების, კლუბში, როცა ითამაშებენ ცუდად თუ კარგად ეგ მაგათი საქმეა. მე ვუყურე მაგ ლაივს და არაფერი არ უთქვიათ შეურაწმყოფელი უბრალოდ რაც იყო ცუდი იმაზე ისაუბრეს რა ეთქვათ კარგად ითამაშესო? თავდადება არავისთვის დაუკარგიათ.
me
27 ოქტომბერი 2020 15:26
1
ყველა გამოხმაურება
ქართული რაგბი დეგრადირებს, როგორც თავის დროზე ქართული ფეხბურთი
giorgi3
27 ოქტომბერი 2020 22:57
13
ჩემი მოკრძალებული აზრით ჯერ ადამიანი უნდა იყო მერე სპორტმენი დიეგო კოშტა როგორც მაგირი ფეხბურთელი ზუსტად იმხელა საშინელი პიროვნებაა სპოტცმენი რომ ხარ უნდა ხვდებოდე რო ბავშვები გიყურებენ და გბაძავენ ცუდშიც და კარგშიც გინება და ლანძღვა არგუმენტების არარსებობაზე მიუთითებს და საერთოდაც თავმოყვარე ერს ის მარცხი ძალიან ატკენდა ერს მიუხედავად იმისა რამხელა სხვაობა ჩვენს ნაკრებებს შორის პირველ 10 წუთში 20 ჯარიმა დავითვალე
ნოდო
27 ოქტომბერი 2020 18:37
2
რა უხერხულია!

გაუნათლებელი და უზრდელი ყოფილა! პირველს ველოდი, მეორეს არა!

მაგრად მეწყინება საჯარო ბოდიშის გარეშე რო ნაკრებში ათამაშონ. პირადად მე საერთოდ არ ვათამაშებდი არცერთ შემთხვევაში.
მირიანი
27 ოქტომბერი 2020 14:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული