საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
საერთოდ უნდა მოიკვეთოს ეგ ნაკრებიდან,მაგან მარტო იმ ჟურნალისტს კი არა ყველა გულშემატკივარს გვაგინა,აბა ვის მოეწონებოდა ესეთი უსახური თამაში ჩვენი გუნდის შესრულებით. ქართული რაგბის მორალური დეგრადაცია გრძელდება , სამწუხაროა მაგრამ რეალობა ასეთია.
irakli81
27 ოქტომბერი 2020 12:33
2
წადი რა მონინოს მიხედე, სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიას. მართლა მედროვე თუ არ ხარ, მანდ რა ჯანდაბა გინდა.
გულშემატკივარი
27 ოქტომბერი 2020 14:33
5
გვარამია რომ უკანასკნელი ბომჟივით იგინება ყოველდღე ამაზე პრეტენზია არცერთ ჟურნალისტს არ ჰქონია და ეხლა გამომივიდნენ ზრდილობის დამცველები,როცა თვითონ შეეხოთ იგივე.
ორმაგი სტანდარტი!!!!!
28 ოქტომბერი 2020 10:49
5
ძალიან დიდი გაუგებრობაა საქართველოს რაგბის კავშირში, ძალიან. ჯერ იყოდა ერთმანეთს ესროდნენ იარაღიდან მერე აღმოვაჩინე რო მაისაშვილია მთავარი მწვრთნელი ახლა ჟურნალისტებს აგინებენ ნაკრების წევრები იმის გამო რო თურმე აიეს აიღე და მიეძალე რაგბი,ეს სვარკა თამაშისსტილი რატომ არ მოგვწონს. რუსეთთან და ესპაშკარაა გამარჯვებებით რატომ არ ვკმაყოფილდებით მიბაძეთ იაპონელებს ხელით სწრაფ და ლაღ თამაშზე რომ გადაერთვნენ და პროგრესიც რომ აშკარაა
გიო
27 ოქტომბერი 2020 13:04
1
ინგლისი-საქართველო 80-0, უელსი-საქართველო 70-0, ირლანდია-საქართველო 60-0. რა თამაშიც აჩვენეთ შოტლანდიასთან, იმის მიხედვით დავწერე, ანგარიშები. მაგრად შევრცხვებით 8 ერზე.
kopala
27 ოქტომბერი 2020 14:12
9
გულშემატკივარი როცა იგინება რომელიმე სპორცმენის მიმართ ეგ არაა გასამართლებელი, არამცთუ მოქმედი სპორცმენი გულშემატკივრის ან ჯურნალისტის მიმართ!!!! მოიცა, ეხლა მე რომ კრიტიკული აზრი დავაფიქსირო და არა შეურაწმყოფელი (ხაზს ვუსვამ არაშეურაწმყოფელი) ამისგამო ვინმემ შეურაწყოფა უნდა მომაყენოს?!!! თუ შნო გაქ და რამის ერთი ადგილი მიდი და მოედანზე დაამტკიცე რომ მოაკეტინო შენ კრიტიკოსებს!!! როცა სპორცმენი ხარ ბევრ რამეზე უნდა შეგეძლოს თუნდაც უსამართლოზეც თვალის დახუჭვა, იმიტომ რომ ეს სპორცმენის მძიმე ხვედრია!!! გულშემატივარია ზუსტად რომ აღგაფრენს და ზუსტად ის გულშემატკივარი დაგანარცხებს ძირს თუ დაუკრიფავში გადახვალ!!!! რაგბის ფედერაციაში პრობლემებია და ეს პრობლემები ისახება ნაკრების ყველა ასაკობრივ ჯგუფზეც! ხოლო ენთუსიაზმე ლაპარაკი უადგილოა როდესაც პროპესიონალიზმზე აქვს კაცს პრეტენზია.
ვალერი
28 ოქტომბერი 2020 11:53
1
და "სპორცმენი":)?!
aleksandre-ს
28 ოქტომბერი 2020 12:54
0
შეურაცხყოფა ხალხო შეურაცხყოფა!!!
aleksandre
28 ოქტომბერი 2020 12:08
0
გინება ნებისმიერ ვარიანტში მიუღებელია, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ჟურნალისტები ფაქტიურად არც გვყავს. ის რაც სპორტულ მედიაში ხდება ჟურნალისტიკა არაა, სრული უვცობა ერთი უბედურებაა, უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ ამ უვიცობას შევეგუეთ და კრიტიკის (ჩვენში რატომღაც ჩამოყალიბებულია აზრი, რომ კრიტიკა მხოლოდ უარყოფითზე და ნაკლოვანებებზე მითითებას გულისხმობს, მაგრამ კრიტიკა პირველ რიგში განსჯაა - გარჩევა, შეფასების მიზნით) ნაცვლად დავამკვიდრეთ საკუთარი აზრის პროპაგანდირება ყოველგვარი ელემენტალური ცოდნის გარეშე (განათლებაზე საუბარიც არაა). აღნიშნულმა ფსევდოჟურნალისტიკამ გამოიწვია სრული დისბალანსი და შედეგად მივიღეთ პროფესიონალთა გაუცხოებაც, ანუ ჟურნალისტები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ სპეციალისტისგან მიიღონ პროფესიული განმარტება, ზოგადად თამაშზე ან კონკრეტულ ვითარებაზე, დეტალურად ჩაეძიონ მნიშვნელოვან ეპიზოდს, გააანალიზონ მოვლენა და ა.შ. ვინაიდან უცოდინარობის გამო, გამართულად, საფუძვლიანი კითხვის დასმის უნარიც არ გააჩნიათ. გაგახსენებთ როგორ პასუხობდა ლობანოვსკი მსგვსი "ბაგაჟის" მქონე ჟურნალისტებს - "თუ გსურთ მიიღოთ პასუხი, კითხავას მიეცით წმინდა საფეხბურთო ფორმულირება" ამით იგი მიანიშნებდა, რომ ჟურნალისტებისგანაც მოითხოვდა საკითხის საფუძვლიან ცოდნას და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ფეხბურთი ვერ იარსებებდა ჟურნალისტიკის გარეშე (სხვათა შორის, მისი ასეთი ხედვის მართებულობის ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ ჩვენც ვართ).
სამწუხაროდ რაგბის ცოდნით მხოლოდ რიგითი გულშემატკივრის დონეზე ვარ და მხოლოდ ფეხბურთის საშუალებით შემიძლია ავხსნა როგორი დეგრადირებულია ჩვენი ჟურნალისტიკა და როგორ სარგრბლობენ ამით სპეციალისტები, რათა თავიდან აიცილონ საფუძვლიანი კრიტიკა. ერთი კონკრეტული მაგალითი - ყველასათვის ცნობილი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ყბადაღებული, „გოლის გასახდელში გაყოლება“, ქართველი ფეხბურთელების სენად რომ მოვნათლეთ და მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმს მივაწერეთ. გაიხსენეთ კომენტატორებისა და ჟურნალისტების გაუთავებელი წუწუნი („კონცენტრაცია დავკარგეთ დასასვენებლად გამზადებულებმა“, „გასახდელში ვიყავით გონებით“, „მატჩი დამთავრებულად ჩავთვალეთ“ და ა.შ.) ამავდროულად სპეციალისტები გაყურსულები არიან და ნამდვილ მიზეზე კრინტს არ ძრავენ. ერთი შეხედვით, ფეხბურთელების ლაფსუსს (როგორადაც გვინდა გავასაღოთ), საფეხბურთო ენაზე, რომ სხვა განმარტება აქვს და ასეთი გოლები პირდაპირ კავშირშია თამაშის ორგანიზებასთან, ანუ მწვრთნელის იაღლიშია, როგორ ფიქრობთ, სპეციალისტებმა არ იციან? - თუ მწვრთნელი, სათამაშო ფაზების დროში მონაცვლეობას და ტემპი-პაუზის ინტერვალს, თავიდანვე ზუსტად ვერ განსაზღვრავს, ან თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე სათანადო კორექტირებას არ მოახდენს, ტაიმისა და, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, გუნდის გაჩერება, რომ გარდაუვალია, მოთამაშის ბრალია?
ხედავთ მეგობრებო სად ვართ? თქვენ კიდევ გინება გიკვირთ...

goga
27 ოქტომბერი 2020 15:50
4
ყველა ვინც ფეისბუქის გვერდს გააკეთებს და ვიდეოს ჩაწერს ჟურნალისტი რანაირადაა? ეს არ ამართლებს გინებას არც ერთ ვარიანტში, უბრალოდ ჟურნალისტები ეს ტიპები არ არიან. ყველას ვისაც არ ეზარება ჟურნალისტად რომ მოაქვს თავი, იმიტომ გვაქვს დედა ნატირები
ელიზბარი
27 ოქტომბერი 2020 14:05
13
გინება რა თქმა უნდა, მიუღებელია, არა მარტო საჯარო(ფეისბუქი საჯარო სივრცეა), არამედ პირად ურთიერთობებშიც. ეს სადაო არ უნდა იყოს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს აშუქებენ, მათ მიმართ პრეტენზიები ბევრად მეტი უნდა იყოს, მით უმეტეს, ხშირ შემთხვევაში სრულ დილეტანტიზმს ავლენენ და მიმართვის ფორმებიც საკმაოდ უხეში და თავხედური აქვთ. ისინი ვერ(თუ არ) ითვალისწინებენ, რომ ჩვეულებრივ, ცოცხალ, მათ მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფენ და არა სადღაც ვირტუალურ სამყაროს პერსონაჟებს. და ბოლოს, თუ სპორტსმენი გიორგი აფციაური იმსახურებს(ნამდვილად იმსახურებს) რაიმე სახის სასჯელს, მინიმუმ ორმაგად უნდა ზღონ და პასუხი აგონ ჟურნალისტებმა თავიანთ საქციელზე. რა ხდება ტელეარხებზე, რა ლანძღვა-გინება გადმოდის ტელეეთერებიდან, მათ ფონზე აფციაურის ბილწსიტყვაობა ბავშვის ტიტინია. უნდა დაწესდეს ცენზურა და მკაცრად გაკონტროლდეს. თუნდაც ამ სტატიაში, ფეისბუქიდან ამოღებული უცენზურო მიმართვების დადებაც არასწორად მიმაჩნია!
მამუკა
27 ოქტომბერი 2020 12:58
2
90 პროცენტი პროვოკატორები არიან ჟურნალისტები,ვითომ განაიხილავენ თავიანთი ჭკუთ და თურმე ბოდიშიც უნდა რომ მოუხადონ, აზრზე არ ხართ საერთოდ ლაპარაკი მარტივია საქმე გააკეთეთ!!!!!!
სიმართლე!
27 ოქტომბერი 2020 14:16
20
აფციაურმა რომ შეაგინა (ვინც არ უნდა იყოს), კარგი ბიჭი და მორაგბე გამოვიდა? იმის საქციელს პროვოკატორობა ჰქვია და ამისას - ვაჟკაცობა?
:D
27 ოქტომბერი 2020 18:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული