ირაკლი აბუსერიძე: აგიხსნით რატომ იყო დღევანდელი დღე ასეთი სამარცხვინო

AutoSharing Option
დღეს გამართული რაგბის კავშირის გამგეობის ხმაურიანი სხდომის შესახებ კომენტარი პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:

"როგორც იცით, დღეს შედგა გამგეობის კრება, სადაც, რატომღაც, კიდევ ერთხელ განიხილებოდა ჩატარდეს თუ არა ერთი წლით დაგვიანებული და უკვე ჩანიშნული არჩევნები, რომლის ჩატარებაც მოითხოვა უკლებლივ მთელმა სარაგბო სამყარომ და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუ რის საფუძველზე დაინიშნა განმეორებითი გამგეობის სხდომა, გამგეობის ზოგმა წევრმა საკუთარი სიმცირე ვერ აიტანა და მთავრობისკენ გაიშვირა თითი, იმათი ბრალიაო. არასწორი წარმოდგენა რომ არ შეიქმნას, სიტუაციას განვმარტავ და
აგიხსნით რატომ იყო დღევანდელი დღე ასეთი სამარცხვინო და რეალურად ვის გამო შედგა ეს კრება.

1. მოგეხსენებათ არჩევნებზე წარდგენილია სამი კანდიდატი: მე, გოჩა სვაინძე და ლაშა ხურციძე (ბაჩო)
2. ბაჩო ხურციძემ ორი კვირის წინ გამგეობაში შეიტანა საკმაოდ აგრესიული წერილი, რომლითაც კატეგოირიულად მოითხოვა დეკემბრის ბოლომდე არჩევნების დანიშვნა.
3. 3 დღის წინ ბაჩო ხურციძემ შეიტანა ახალი წერილი, რომლითაც განმეორებითი არჩევნების დანიშვნა გააკრიტიკა. რამდენიმე არგუმენტი იყო, მათ შორის იყო ფრაზა „რადგან არჩევნების ლოკაციად არჩეულია სხვა კანდიდატის მხარდამჭერი კლუბის ბაზა”.
4. დღეს, გამგეობა შედგა ლელოს საწვრთნელ ბაზაზე. ლელო ბაჩოს მხარდამჭერი კლუბია. ლელოს ბაზას იცავდა პოლიცია და ყრილობაზე სხვა კანდიდატებს არ უშვებდა.
5. ბაჩოს პირველ წერილში წერია, რომ “მოგმართავთ თხოვნით რომ დაუყოვნებლიც მოიწვიოთ გამგეობის სხდომა და განსაზღვროთ რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის თარიღი არაუგვიანეს მიმდინარე წლის დეკემბრისა, არჩევნების თარიღის კვლავ გადაწევას ჩვენ არ შევეგუებით”, დღეს კი რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების 20 დღით გადაწევა არ არის პრობლემა.

რატომ არის დღევანდელი დღე სამარცხვინო? იმიტომ რომ მორაგბეებს შორის პოლიციის კორიდორი იდგა. პოლიციელებს დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ ამ თემს, ამ ოჯახს არ ჭირდება ერთმანეთისგან დაცვა. ამ ოჯახში ერთმანეთს იდეებით ვებრძვით და ვინმე თუ ამ ფორმატს გაცდება, ირიყება. ჩვენს შორის ეს კედელი არც ხელისუფლებას ჩაუყენებია და არც ბაჩოს. ბაჩო ფესვებ-ღრმად-გადგმული ნიჟარაძის კაცია. ნიჟარაძეს მხარს ბათუ უბავს და სწორედ ბათუს ინტერესების დასაცავად გაიმართა დღეს გამგეობის კრება მისივე სასახლეში, მისივე უსაფრთხოებისთვის ჩადგა პოლიცია რაგბის ოჯახის შუაში. სწორედ ბათუა ის ადამიანი ვის ინტერესებშიც არ შედის ჩემი გაპრეზიდენტება, რადგან იცის, რომ მე იმ ფუფუნებაში აღარ ვამყოფებ და ჩემთვის ყველა კლუბი თანაბარუფლებიანი იქნება.

ბოლო დღეების განმავლობაში გამგეობის წევრებისგან ხშირად გაიგებდით ჩურჩულს „რავქნა ძმაო ზევიდან არის ბრძანება, ვერ ჩავატარებთ“. პირველ რიგში ადამიანს იმდენი ღირსება უნდა გქონდეს, რომ შენ გადაწყვეტილებას სხვას არ აწერდე; მეორე ვისგანაც არ უნდა მიიღოს გამგეობამ წერილი რაგბის ოჯახზე კარგად არავინ იცის რა ჭირდება ქართულ რაგბს; მესამე ზუსტად „ზევიდან“ იყო რეკომენდაცია დეკემბერში ჩაგვეტარებინა არჩევნები; და ბოლოს „ზევიდანს“ თავისი სახელი აქვს და ხელისუფლება ქვია და საკუთარ თავს იმდენ პატივს უნდა სცემდე, რომ სხვისი სახელის ჩურჩულით წარმოთქმა არ გიწევდეს. პატარა შეჯამება რომ გავაკეთო ამ ნაწილის ასეთია: ბათუს და ნიჟარაძის რჩეული არჩევნებს აგებს, შეწუხებული ნიჟარაძე ბათუსთან იწვევს გამგეობას, გამგეობა ხელს ხელისუფლებას აწმენდს, ხელისუფლება კლუბების უმეტესობასთან ერთად დეკემბრის არჩევნებს ელოდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ კრებაზე არჩევნები არ გადაიდო და თარიღი შენარჩუნდება კიდევაც „თუ ზევიდან წერილი არ მოვიდა“. არ ვიცი გამგეობის წევრებისთვის ვინ არიან „ზევით“, მაგრამ გავიმეორებ, რომ რაგბის თემზე კარგად არავინ იცის თუ რა ჭირდება ქართულ რაგბს. ხელისუფლება მხარს უჭერს არჩევნების დეკემბერში ჩატარებას და არ ერევა რაგბის შიდა საქმეებში, კლუბები კი უკვე დიდი ხანია მოითხოვენ არჩევნებს. “ზევიდან”? ვინც კი სიტყვას ამბობს ხელისუფლების ჩათვლით ყველა თანახმაა და “ზევიდან” ვინ რჩება თუ არა გამგეობა?
ორი სიტყვით შევეხები ბაჩო ხურციძის დღევანდელ კომენტარსაც: გეთანხმები ბაჩო, ქართული რაგბის ეს სახე ცუდი მენეჯმენტის ბრალია. სწორედ ამ ცუდი მენეჯმენტის ნაწილი იყავი შენც და სამარცხვინოა, როდესაც საკუთარ გუნდს ლანძღავ და საკუთარ პასუხისმგებლობას ერიდები.

მადლობა ყველას ვინც დღეს ლელოს ბაზასთან მოვიდა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა და არავისთვის მიეცა უფლება რაგბის თემს უსამართლოდ მოქცეოდა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
წესით ყრილობას ახლი გამგეობაც უნდა აერჩია,როგორც ჩანს კიდევ წინ არის ყველაფერი
0
სიტყვა ოჯახს რატო იყენებს ყველა, ვინც ცდილობს ძალადობა, სიქაჯე და მარაზმი გაამართლოს? აბუსერიძე ოცნების დეპუტატი, სვანიძე რაცაა კი ვნახეთ. კაი ოჯახი კაია
ირაკლი
13:19 27-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული