საქართველოს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა საჯარო რეესტრის სააგენტოსთან აქცია მოაწყვეს.
მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ არის გარკვეული უზუსტობები, რომელთა მოწესრიგების გარეშე ახალ პრეზიდენტს ვერ დაარეგისტრირებენ.
"არჩევნებზე ქვორუმი შედგა, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ირაკლი აბუსერიძემ არჩევნები მოიგო, თუმცა საჯარო რეესტრში არ ამტკიცებენ, თითქოს ვადებში გადახრა იყო. დოკუმენტაცია შეგროვებულია და ველით გონივრულ პასუხს. თუ ასეთ პასუხს ვერ მივიღებთ, ჩვენი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", - აცხადებს ვეტერანი მორაგბე ვიქტორ დიდებულიძე.

წყარო: პირველი
არხი