ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩეული, მაგრამ არდამტკიცებული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადების ტექსტს ავრცელებს.

"საბედნიეროდ, დღეს (უკვე გუშინ), საქართველოს რაგბის კავშირი, კიდევ 10 დღის ვადით დარჩა რაგბის კავშირად და არ იქცა კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიად.

ისევ გვაქვს შანსი და რაც ყველაზე მთავარია, ისევ გვაქვს არჩევანი!

ქართული რაგბის და ვეტერანი ბორჯღალოსნების სახელით, მე, თავად ბორჯღალოსანი, ირაკლი აბუსერიძე და ჩემი გუნდი, მოგმართავთ ყველას, ვინც 10 დღეში კვლავ დადგებით იგივე არჩევანის
წინაშე: არჩევანი რთული არ არის! ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია! როგორც მე ვერ გავხდები 10 დღეში მშენებელი, ისე ვერ გახდება მშენებელი იოსებ ტყემალაძე მორაგბე.

არჩევანი ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ვიცი, რომ ეს არჩევანი არის მძიმე. ვიცი, რა მუქარებსაც ისმენთ მუნიციპალური კლუბები. ვიცი, რა ხალხიც არის ჩარეული და რამდენს უნდა ეს კავშირი საშოვარ ადგილად აქციოს. გახსოვდეთ, ეგეთი ხალხი მოვა და წავა. აი, სტადიონიდან წასული, იმედგაცრუებული გულშემატკივარი უკან აღარ მოვა! ბევრი მაგალითი გვაქვს ამის.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც სპორტი ავირჩიეთ ცხოვრების გზად და რაგბი ცხოვრების წესად, გულშემატკივართან ვართ ანგარიშვალდებული! გაიხსენეთ ხალხით სავსე სტადიონი, გაიხსენეთ ტაშის ხმა, გაიხსენეთ გახარებული სახეები, გაიხსენეთ გამარჯვება და გვერდზე დაგვიდექით, რომ 10 დღეში ისევ ერთად გავიმარჯვოთ!

არჩევანი ასეთია: ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია!" - დაწერა ირაკლი აბუსერიძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რატომ არაფერს ეკითხებით 60, 70 და 80 წლების ვეტერანი მორაგბეების მთელ არმიას!აბის რომ დაუჩემებია მშენებელიო, თვითონ რა უკეთებია რაგბისთვის?! ბიძო რა რაგბისტი იყო,ამდენი რომ გაუკეთა რაგბის?! ასევეა ტყემალაძეც,მან ბევრი სიკეთე გაუკეთა რაგბის და კიდევაც გაუკეთებს!აბუმ რაც პარლამენტში გააკეთა, იმას გააკეთებს რაგბში!!!!
გიორგი
17:48 25-02-2021
11
ეს მაგარი ვისწავლეთ, ხალხის სახელით ლაპარაკი, ის მხარე ვინც თქვენ არ გემხრობათ რაგბისტები არ არიან? ან არ იყვნენ? ყველას სახელით რომ ლაპარაკობ. თუ დააშინეს ბათუმის კლუბი, ქუთაისის აია, ლელო და ა.შ. ბაჩო ხურციძეც რაგბისტი იყო, რატომ არ გინდათ აღიაროთ რომ არასწორად იყო არჩევნები ჩატარებული, სამართლებრივად იდავეთ და თავი დაანებეთ ერთმანეთის შეურაცხყოფას, სირცხვილია, ხალხი თქვენ ვაჟკაც ბიჭებად გიცნობთ და არ არის ლამაზი პროვოკაციული შეძახილები. რაც შეეხება იძულებით მინდობილობას უნდა დაისაჯოს ის ადამიანი თუ მართლა ძალით დააწერინა, საქმეც უნდა აღიძრას, ამაში ყველა დაგიდგებათ გვერდში
გიორგი
17:34 25-02-2021
3

სიახლეები პოპულარული