საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს (თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაამტკიცა), სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს:
"თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები
ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!
თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!
თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!"
ოთხშაბათს, ხვალ, 10 მარტს, დიდუბეში, გ
ამოფენის შენობაში რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა გაიმართება. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძე გახლავთ.
თავის ხელით დალეწილი და მომსპარი რაგბის მმართველობა რად უნდა? მოვედი და გვეშველაო მისწერს მთელ მსოფლიოს და საელჩოებს?