ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს (თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაამტკიცა), სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს:

"თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები

ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია!

თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!"

ოთხშაბათს, ხვალ, 10 მარტს, დიდუბეში, გ
ამოფენის შენობაში რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა გაიმართება. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძე გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
რა სფეროშიც ქართული ოცნება შევიდა ყველა სფეროში რეგრესია
გიო
10 მარტი 2021 11:00
2
რა გჭირთ ხალხო? ბოლო-ბოლო უსამართლობის განცდა მაინც არ გაქვთ? ნომენკლატურის ქვეყანა მოგენატრათ ადამიანებად რომ არ გთვლიდნენ? თუ ბოტები ხართ ჯანდაბას თქვენი თავი, თუ არა და უნდა გაითავისოთ, ეს ქვეყანა ჩვენია და არა მთავრობის. რაგბიც ჩვენია და არა მხოლოდ მორაგბეების. შეკრება მხარდაჭერაა სამართლიანობის.
გიორგი
10 მარტი 2021 10:50
1
რადგან ოცნების კაცია იმიტომ ამდენი აგრესია. მესმის თქვენი, მაგრამ ის მეორე ვინ გგონიათ? ბოლო-ბოლო აბუსერიძემ მოიგო არჩევნები და დარღვევა ზდება აბა არ ხდება? რა მოტივით ნიშნავენ ახალ არჩევნებს? გახსოვთ ნემსაძის შემთხვევა? როგორ ჩამოაშორეს? ეს ვარიანტი მეორდება ახლაც და არაფერ სიკეთეს ეგ არ მოიტანს.ისევ უწიგნური გერჩივნოთ ვიდრე ასეთი მეთოდებით დანიშნული კაცი, დამიჯერეთ...
ლევანი
10 მარტი 2021 10:35
0
რამდენი წიგნი აქვს ნეტავ წაკითხული?! მაგრამ მაგას ხომ მნიშვნელობა არ ააქვს, პარლამენტის წევრი იყო კანონებს გვიწერდა და ფედერაციის ხელმძღვანელობა რაღაა?!
?!
10 მარტი 2021 09:37
2
ისევ სადღეგრძელო. დაამტკიცა რომ წინამძღოლად არ ვარგა. კანონიერად თუ უკანონოდ ტარდება არჩევნები უნდა მიეღო მონაწილეობა.

თავის ხელით დალეწილი და მომსპარი რაგბის მმართველობა რად უნდა? მოვედი და გვეშველაო მისწერს მთელ მსოფლიოს და საელჩოებს?
ლუკა
10 მარტი 2021 00:07
6
აბუსერიძე როგორც კაპიტანი და როგორც მოთამაშე დასრულდა!!!!!!!!!!!!!!!!!!! ლისზე 2010 წელს ნაჩუქარ მიწაზე უნდა სახლი ააშენოს და უნდა სასახლე!!!!!!!!
რაგბი ჩვენი თამაშია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
09 მარტი 2021 23:56
3
არჩეული კაცი, რომ გააბუნძულეს, ჩაღუნოს თავი? რადგან ვიღაცას ასე უნდა?
რათა კაცო
10 მარტი 2021 10:57
0
ძალიან არასწორი მოწოდებებია და იკითხება ის, რომ თუ ვერ გაიმარჯვებს, იქნება არეულობა. ამომრჩეველთან უნდა გქონდეს კავშირი და დაარწმუნო შენი პროგრამის სიმაგრეში, უპირატეობაში, განხორციელებადობაში. სამწუხაროდ ეს არც შენ გაგიკეთებია და არც მეორე კანდიდატისგან მოგვისმენია თუ რას გეგმავთ და რისი გაკეთება გინდათ ამ თანამდებობაზე ყოფნით. გადაყევით უაზრო დავიდარაბას და ჩვენ უბრალო გულშემატკივარმა არ ვიცით რისი გაკეთება გინდათ იმის გარდა რომ პრეზიდენტობა გსურთ.
QT
09 მარტი 2021 23:17
3
კი მაგრამ რას ქვია თუ ვერ გაიმარჯვებს, გაიმარჯვა კაცმა და... უკვე გაიმარჯვა, მაგრამ არაო, არ გვინდიხარო, ახალი ტიპი ვიპოვეთო...
ზურა
09 მარტი 2021 23:53
9
ეს ყველაფერი გიორგი ნემსაძის 5 წუთით გაპრეზიდენტებას მაგონებს ნაცების დროს და გვაახლოებს პაპუა ახალ გვინეასთან და მსგავს ტომებთან.
საქართველო
09 მარტი 2021 22:55
5
ეხ ირაკლი ირაკლი შენი ცხვირის წინ არ იყურები და რაგბს როგორ გადაარჩენ საინტერესოა. შეიძლება ისე მოხდეს რომ "მართალი" ადამიანი საბოლოოდ "მტყუანი" აღმოჩნდე და რაგბში რაც გაგიკეთებია ისიც კი დაავიწყდეს ყველას, გულშემატკივარს
ემზარი
09 მარტი 2021 22:42
5
ხალხო კაცმა გაიმარჯვა, თქვენბრა პირი შეკარით თუ რა? მიზეზი მაინც თქვან რატო უნდა დაინიშნოს ხელმეორე არჩევნები? დარღვევებით გაიმარჯვა? გააყალბა?
Gio
09 მარტი 2021 23:56
8
მშობლებო, არ გაუშვათ 12-17 წლის შვილები პოლიციასთან საომრად! ვეტერან მორაგბეებს პასუხისმგებლობა აქვთ ნაკისრი.
გიორგი
09 მარტი 2021 20:36
4

სიახლეები პოპულარული