ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა ამაშუკელი - პირველად ევროთასის პლეი-ოფში

ნიკა ამაშუკელი - პირველად ევროთასის პლეი-ოფში

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი სულ უფრო წინ მიიწევს. 2 აპრილს ის საკუთარ მაჩვენებელს გააუმჯობესებს და გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროთასების პლეი-ოფში იმსაჯებს.

ამაშუკელი უკვე მესამე წელია ევროთასების შეხვედრებზე მსაჯობს. აქამდე მას ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე ნიშნავდნენ, ჩემპიონთა თასზე დებიუტში კი ხელი კორონავირუსმა შეუშალა. თუმცა მისი პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ევროპის 16 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვდა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში "ლონდონ აირიშისა" და "კარდიფ ბლუზის" შეხვედრის განსჯა ანდეს.

აღსანიშნავია, რომ 16 მსაჯს შორის ვერ მოხვდა ვერცერთი იტალიელი რეფერი. მხოლოდ თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ ისეთ სარაგბო ქვეყნებს, როგორებიც შოტლანდია და უელსი არიან; ორი ირლანდიელია, დანარჩენ 11 ადგილს კი ინგლისელი და ფრანგი მსაჯები ინაწილებენ.

„ასეთ ვიწრო ჯგუფში ყოფნა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში მსაჯობა მართლაც რომ ღირსშესანიშნავი ამბავია. გადავხედე სხვა მერვედფინალური წყვილის მსაჯებს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა. ინგლისურ-უელსური დაპირისპირება საკმაოდ რთული სამსაჯო იქნება, თუმცა, რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო მატულობს ინტენსივობა და წნეხი. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, რათა ამ კუთხითაც ვასახელო ჩვენი ქვეყანა და განვამტკიცო ის ნდობა, რაც ქართველი მსაჯების მიმართ დამსახურებულად გაჩნდა“ – ამბობს ამაშუკელი, რომელსაც კოვიდ-რეგულაციების გამო, სამწუხაროდ, კიდეებიდან ქართველი მსაჯები ვერ დაეხმარებიან.

კარგი შეფასება ბუქარესტიდან

გასულ კვირას ნიკა ამაშუკელმა ქართულ ბრიგადასთან ერთად წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩზე იმსაჯა რუმინეთსა და ესპანეთს შორის. ეს გუნდები 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ დიდ სკანდალში გაეხვნენ და ორივე დაისაჯა. მას შემდეგ მათ ურთიერთშეხვედრებს სხვა სიმწვავე დაემატა:

„მანამდეც ვვარაუდობდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დაძაბულობიდან გამომდინარე, ხარისხი და სანახაობა არ გამოვიდა. სიტუაცია განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაიძაბა და წითელი ბარათის გამოყენებაც მომიწია. ასევე იყო სამი ყვითელი ბარათი. კარგი არაა, როდესაც მსაჯი ასე უხეშად ერევა თამაშში, მაგრამ მთავარი დისციპლინაა და ბარათებიც აუცილებლად მისაცემი იყო. გუნდებს ეტყობოდათ წარსულის ბზარი. რუმინეთმა მეტად აკონტროლა თავი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ჩვენმა სამსაჯო ბრიგადამ უკვე მიიღო ძალიან კარგი შეფასება. სიტუაციის ანალიზი და გადაწყვეტილებები ზუსტი იყო“ – ამბობს ამაშუკელი, რომლის ფრაზამ მატჩის კომენტატორები და თავად მოთამაშეები ერთ-ერთ ეპიზოდში გაახალისა:

„პირველ ტაიმში დაძაბულობა ნაკლები იყო და მოთამაშეებთანაც უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ესპანელმა მორაგბემ მითხრა – ხომ არ ჯობდა, ასე მოქცეულიყავითო, რაზეც მე მას შევთავაზე, მსაჯობა ხომ არ უნდოდა. ეს იყო მეგობრული ჟესტი, ხუმრობა, რომელზეც ორივემ გავიცინეთ და კომენტატორებმაც იხალისეს“.

თამაში რუმინეთმა 22:16 მოიგო. ამაშუკელს კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე ეხმარებოდნენ, რომლებისთვისაც ეს იყო სადებიუტო მატჩი საერთაშორისო არენაზე. ასევე, საერთაშორისო არენაზე პირველად წარდგა ვიდეორეფერის რანგში სულხან ჩიხლაძე:

„ასეთ თამაშში დებიუტი უკვე დიდი გამოცდილებაა. საერთაშორისო მატჩებში წნეხი და ინტენსივობა მაღალია, თუმცა მათ აკონტროლეს ემოციები, ზუსტად შეასრულეს დავალებები და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. მათი დახმარების გარეშე არც ჩემი შეფასება იქნებოდა ასეთი კარგი. სულხან ჩიხლაძემ ზუსტად დააფიქსირა მუხლის ჩარტყმის მომენტი, რასაც ანალიზი და წითელი ბარათი მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მომენტები არ გამოგრჩეს, რათა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგექცეს და სულხანმა ამოცანას თავი კარგად გაართვა“.

კვირის ბოლოს, 28 მარტს, საქართველოს სწორედ რუმინეთი ეწვევა და "ბორჯღალოსნებთან" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს გამართავენ. ამაშუკელი მომავალი მეტოქის თამაშს ასე აფასებს:

„ვერ ვიტყვი, რომ რუმინეთმა წინა წლებთან შედარებით მოუმატა და საუკეთესო ფორმაშია. მატჩის მიწურულს 3-კაცნაკლულ მეტოქესთან ქულების აღება გაუჭირდა და თავად მოექცა წნეხში. ჩემი აზრით, ის საფრთხეს ვერ შეგვიქმნის, თუმცა რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. მაგალითად, ფულბეკი და მორკინალები, რომლებიც ფიზიკურობით გამოირჩევიან“.

rugby.ge

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში

ნიკა ამაშუკელი: უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებზე დანიშვნა

საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში

ჩელენჯ თასი | ნიკა ამაშუკელი ნახევარფინალში იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე

უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს