"არ ვკარგავთ გამოჯანმრთელების იმედს" - მაისაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ განცხადება გაავრცელა:

"როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო "ნეთქეა მილპარკ ჰოსპიტალში“, კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებებით იმყოფება.

მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად.

მინდა მადლობა გადავუხადო “ნეთქეა ჰოსპიტალების” ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით,
“ნეთქეა მილპარკის” ექიმების გუნდს, მათი თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ყურადღებისათვის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს, საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი, მოვუწოდებთ, რომ ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის.

ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს. ასევე საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში, ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და ქართულ რაგბის."

წყარო: Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე მწვავედ როგორ დაემართა, რომ ვერ გამოაჯამრთელეს,გაუშვით ვინმე ძლიერი ქართველი ექიმი... ღმერთმა გადაარჩინოს,და თქვენ მოგვაწოდეთ ხოლმე ინფორმაციები...
გლახუნა
15:44 14-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული