პირველი პროფესიული ქართული ფრანჩაიზი "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას ოქტომბერსა და დეკემბერში გამართავს.

რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული, ახლად გამომცხვარი საკლუბო ტურნირი სექტემბერში იწყება. "შავ ლომს" პირველი ორი თამაში ისრაელის "თელავივ ჰითთან" შინ და გარეთ სწორედ სექტემბერში უნდა გაემართა, თუმცა კოვიდპანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა გეგმები შეცვალა.

„ადრეც აღვნიშნეთ, რომ წესებს გლობალური პანდემია გვკარნახობს და ამ შემთხვევაშიც, იმის გამო, რომ საქართველო ისრაელისთვის წითელ ზონაშია, სექტემბერში თამაშების გამართვა ვერ ხერხდება. ამ ფაქტს დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვაქვს. გუნდი ახალი შექმნილია და შეთამაშებას დრო სჭირდება. ვეცდებით, რომ ადგილობრივ გუნდებთან სპარინგთამაშები გავმართოთ, რადგან პანდემიის გამო საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდება“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

შეგახსენებთ, სუპერთასის პირველ გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში არიან გაწევრიანებული. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შინ და გარეთ, ექვს ტურად იმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის. ნახევარფინალური ეტაპი აპრილშია ჩანიშნული, იქ გამარჯვებული გუნდები კი თასისათვის მაისში იბრძოლებენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ შეხვედრაში "ენისეი" რუსულ დერბიში "ლოკომოტივ პენზას" 19 სექტემბერს ეთამაშება, "შავი ლომი" კი "თელავივ ჰითს" ერთი თვის შემდეგ, 16 ოქტომბერს მიიღებს.

დასავლეთ დივიზიონის პირველი ტურის თამაშები 18 სექტემბერსაა ჩანიშნული და "დელტა" ნიდერლანდებში "ბრიუსელს დევილზს" (ბელგია) უმასპინძლებს, ხოლო "ლუსიტანოსი" პორტუგალიაში ესპანურ "იბერიანზს" მიიღებს.

"შავი ლომი" 16 ოქტომბრის შემდეგ რუსეთში გაემგზავრება და მესამე ტურში, 23 ოქტომბერს "ლოკომოტივ პენზას", ხოლო მეოთხე ტურში, 30 ოქტომბერს "ენისეის" ეთამაშება.

ქართული ფრანჩაიზი "ლოკომოტივთან" საპასუხო მატჩს შინ, 4 დეკემბერს, ხოლო "ენისეისთან" 11 დეკემბერს გამართავს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მეორე რაუნდიდან გადადებულ შეხვედრაში, "შავი ლომი" "ჰითს" თელ-ავივში 18 დეკემბერს ეთამაშება.

„რაგბი ევროპისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სუპერთასი გარდამტეხი ტურნირია. მოუთმენლად ველით მის დაწყებას და გვსურდა, პირველი თამაშები რაც შეიძლება მალე გვქონოდა. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის ამ თარიღმა გადაიწია, თუმცა, მთლიანობაში, კალენდარი მისაღებია“ – დაამატა ხურციძემ.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2021/22

I ტური

დ.კ. დელტა (ნიდერლანდები) – ბრიუსელს დევილზი (ბელგია) (18 სექტემბერი)

დ.კ. ლუსიტანოსი XV (პორტუგალია) – იბერიანზი (ესპანეთი) (18 სექტემბერი)

ა.კ. ენისეი-სტმ (რუსეთი) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (19 სექტემბერი)

ა.კ. შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (16 ოქტომბერი)

II ტური

ა.კ. ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (25 სექტემბერი)

დ.კ. ბრიუსელს დევილზი (ბელგია) – დელტა (ნიდერლანდები) (25 სექტემბერი)

დ.კ. იბერიანზი (ესპანეთი) – ლუსიტანოსი XV (პორტუგალია ) (26 სექტემბერი)

ა.კ. თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) (18 დეკემბერი)

III ტური

ა.კ. ენისეი-სტმ (რუსეთი) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (23 ოქტომბერი)

დ.კ. დელტა (ნიდერლანდები) – ლუსიტანოსი XV (პორტუგალია ) (23 ოქტომბერი)

ა.კ. ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო) (23 ოქტომბერი)

დ.კ. ბრიუსელს დევილზი (ბელგია) – იბერიანზი (ესპანეთი) (24 ოქტომბერი)

IV ტური

ა.კ. ენისეი-სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო) (30 ოქტომბერი)

დ.კ. ბრიუსელს დევილზი (ბელგია) – ლუსიტანოსი XV (პორტუგალია ) (30 ოქტომბერი)

დ.კ. დელტა (ნიდერლანდები) – იბერიანზი (ესპანეთი) (30 ოქტომბერი)

ა.კ. ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (31 ოქტომბერი)

V ტური

ა.კ. შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (4 დეკემბერი)

დ.კ. ლუსიტანოსი XV (პორტუგალია) – ბრიუსელს დევილზი (ბელგია) (4 დეკემბერი)

ა.კ. თელავივ ჰითი (ისრაელი) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (4 დეკემბერი)

დ.კ. იბერიანზი (ესპანეთი) – დელტა (ნიდერლანდები) (5 დეკემბერი)

VI ტური

დ.კ. იბერიანზი (ესპანეთი) – ბრიუსელს დევილზი (ბელგია) (11 დეკემბერი)

ა.კ. შავი ლომი (საქართველო) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (11 დეკემბერი)

დ.კ. ლუსიტანოსი XV (პორტუგალია) – დელტა (ნიდერლანდები) (11 დეკემბერი)

ა.კ. თელავივ ჰითი (ისრაელი) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (11 დეკემბერი)

rugby.ge

ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"