რაგბის კავშირისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ დღეს საზოგადოებას აცნობეს, რომ "ინტერნატებში" ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედნის პროექტირება იწყება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ სარაგბო ბაზების განახლება, სადაც არაერთი ლეგენდა გაიზარდა:
"დღევანდელი დღე ზეიმია, იმ საწყისი პროექტის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართუ ფონდმა" ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყეს და მათგან ერთ-ერთი, უნიკალური ბაზა უკვე წლებია რუსთავში ფუნქციონირებს. ამ ქალაქში
"სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო აქ სარაგბო ბაზის მშენებლობა და დღეს იწყება მისი პროექტირება. სამაგიეროდ, ქალაქში ყველას ექნება წვდომა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან, რაც მნიშვნელოვანია".
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ ეს და მსგავსი სპორტული პროექტები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს:
"მინდა მივესალმო იმ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომლის სულის ჩამდგმელი საქართველოს რაგბის კავშირია. ვიმედოვნებ, ეს პროექტი არა მარტო ქართული სპორტის განვითარებას, არამედ მოზარდების სწორ აღზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დაეხმარება".
პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი იმედოვნებს, რომ პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და მშენებლობის პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება:
"რაგბის კავშირის თაოსნობით, რუსთავში რაგბის ტრადიციული მოედნის განახლება იწყება. პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. "ფონდ ქართუს" დახმარებით რუსთავს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების რაგბის სტადიონი, ამ ტრადიციის გაგრძელება კი ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გააძლიერებს".
წყარო: rugby.ge