სუპერთასი - "შავი ლომის" თამაში კვლავ კოვიდმა გადადო

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეოთხე ტურში "ენისეი-სტმსა" და "შავ ლომს" შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ Covid 19-ია…

რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. "შავი ლომი" სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა საორგანიზაციო მხარე ვერ მოაგვარეს.

შესაბამისად, რაგბი ევროპამ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ჩატარების ვადები მოგვიანებით დაზუსტდება.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე "ენისეისთან" მატჩის გადადების დეტალებს
გვიყვება:

"სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა და დილით ჩანიშნული ჩარტერული რეისი ვერ შედგა. საქმეში ჩავრთეთ რაგბი ევროპა, რუსეთის რაგბის კავშირი და დღის ბოლოს ჩარტერული რეისის განხორციელების შესაძლებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეთა კეთილდღეობიდან გამომდინარე, თამაშის კვირისთვის გადადება მოვითხოვეთ, რაზეც "ენისეი" სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ დაგვთანხმდა. რაგბი ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა".

"შავ ლომს" ტურნირზე ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ქულათა მაქსიმუმით (10) მეორე ადგილზეა. ის მომდევნო თამაშს 4 დეკემბერს გამართავს და "ლოკომოტივ-პენზას" დაუხვდება. მანამდე გუნდის ბირთვს სანაკრებო შეკრება და შემოდგომის ტესტ-მატჩები ელის:

"გუნდმა უკვე მოასწრო ორი თამაშის გამართვა და აგრძელებს ვარჯიშს. კარგი იყო "ენისეისთან" თამაში არ გადადებულიყო, რადგან მოთამაშეებს მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდათ, მაგრამ ისიც კარგია, რომ ტურნეს სრულად უთამაშებლები არ ხვდებიან" - დაამატა ხურციძემ.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოდი გავერკვეთ რა მოხდა:
რუსულმა მხარემ მოახერხა რომ გუნდი მხოლოდ გვიან ღამით ახერხებდა სოჭში ჩასვლას. შედეგად თუ თამაში კვირას არ გადაიწევდა, გუნდი მატჩისთვის სრულყოფილად ვერ მოემზადებოდა. თამაშისთვის ენისეი მზად რომ ყოფილიყო, კვირას გადადება რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?
მაგრამ თამაშის გადადება სწორედაც რომ ენისეისთვის იყო კარგი ებრაელებთან წასხმული თამაშის მერე. ასე რომ რუსების მუხანათობების ჩვენზე გადმობრალებებს და საერთოდ შიდა პოლიტიკის ქაქების აქ შემოტანას შეეშვი, ("შეეშვი" და არა "შეეშვით", აზრების "ფრქვევაზე" გეტყობა ერთიდაიგივე ქინძი რომ ხარ)
პასუხად "ვაი-კომენტატორს"
07:56 30-10-2021
4
ეს მატჩი გადადო პარტია "ქართულმა ოცნებამ" რუსულ მხარესთან შეთანხმებით! იმის შიშით, რომ შავი ლომის წაგების შემთხვევაში, (რაც მოსალოდნელია) რაგბის ქომაგები ხვალინდელ არჩევნებზე ხმას ოპოზიციას მისცემდნენ! ხვალ თბილისის დროით 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო ეს თამაში... 23 წელია რუსებთან არ წაგვიგია, ეს მატჩი რომ წაგვეგო არჩევნების ჩატარების დღეს, ყველას ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა...მატჩის ჩაშლა დააბრალეს COVID19-ს
....
03:11 30-10-2021
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული