"შავი ლომი" რუსულ კლუბებთან - მატჩზე დასწრების წესები

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასზე "შავი ლომი" რუსულ კლუბებს, "ლოკომოტივ პენზას" (4 დეკემბერი, 16:00) და "ენისეი ეს ტე ემ-ს" (11 დეკემბერი, 17:00) ეთამაშება ავჭალის სტადიონზე.

მატჩზე დასწრება მხოლოდ ელექტრონული ბილეთებით არის შესაძლებელი.

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.
თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:

აუცილებელი კოვიდშემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგენოთ:

თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი
პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;
სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

სურვილის შემთხვევაში ანტიგენტესტის ჩაბარება ავჭალის სტადიონთანაც იქნება შესაძლებელი – ტესტის ფასი: 15 ლარი

GeorgianRugby

altსუპერთასი - "შავი ლომის" თამაში კვლავ კოვიდმა გადადო

alt"შავი ლომი" - ორი დებიუტანტით სოჭში

altსამხრეთაფრიკელებით გაძლიერებული რუსეთის ნაკრები - "შავი ლომი" სოჭში მიემგზავრება

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული