საქართველოს 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბრუნდება და 2-4 დეკემბერს International Invitation Man-ზე ითამაშებს.

დუბაიში მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარება დიდი სარაგბო ზეიმია და პარალელურად, სხვადასხვა კატეგორიისა თუ ასაკის არაერთი ტურნირი იმართება. მათ შორის ყველაზე პრესტიჟულია International Invitation Man-ი, რომელზეც წვეული გუნდები მონაწილეობენ. ესენი არიან ელიტური 7-კაცა ნაკრებების მეორე გუნდები, ეროვნული ნაკრებები, პროფესიონალური 7-კაცა კლუბები და 7-კაცას წვეული გუნდები ("ბარბაროსების" სტილში).

საქართველოს 7-კაცა 2 დეკემბერს, ჩვენი დროით 14:20 საათზე, განვითარებად ირლანდიას, ხოლო 16:20 საათზე TICINO 7-ს ეთამაშება, რომელიც 2011 წელს იტალიელების მიერ შვეიცარიაში დაარსებული 7-კაცა გუნდია და მის შემადგენლობაში, იტალიელების გარდა, წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან ლეგიონერებიც თამაშობენ. 3 დეკემბერს, 18:40 საათზე, ფრანგულ "ფორს" შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ნაკრებია და ამ შედეგების მიხედვით გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო, რომელსაც 3 დეკემბერს ერთი და 4 დეკემბერს კიდევ ორი თამაში ექნება.

ვეტერანმა "ბორჯღალოსნებმა" – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ, კანდიდატების შერჩევის პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს, ორშაბათს კი 14 მორაგბე „შევარდენზე“ შეკრებაზე შეიყვანეს და მათგან 12-ს შეარჩევენ.

ხამაშურიძე 7-კაცა ნაკრებთან წლებია მუშაობს, თუმცა მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად წარუძღვება:

„რაგბიში რა თანამდებობაზეც უნდა ვიყო, ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია – მივცე ქართულ რაგბის ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. მქონდა საუბარი კავშირის ხელმძღვანელობასთან და შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, 7-კაცა პროფესიონალური გახდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში 7-კაცაში არ გვაქვს ის შედეგები, რასაც მიჩვეულნი ვიყავით და რაც ქართულ რაგბის ეკადრება. ამის მიზეზი სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ფაქტობრივად, ყველა ტურნირზე გუნდი სხვადასხვა შემადგენლობით მიდიოდა და ასეთ დროს რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ გამოინახოს ფინანსები და "შავი ლომის" მსგავსად, 7-კაცასთვისაც მოხდეს მოთამაშეების დაკონტრაქტება და შეიქმნას მოთამაშეთა რესურსი, რომლის იმედი ყოველთვის გვექნება და არ ვიქნებით დამოკიდებულნი კლუბების სურვილზე“.

საქართველოს 7-კაცა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება და ამავდროულად, ის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. 7-კაცა მსოფლიო თასს სექტემბერში სამხრეთი აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. ხამაშურიძე ამბობს, რომ დუბაის ტურნირი ოფიციალური ჩემპიონატის წინ სასელექციო ეტაპია:

„ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულში გასამართი ოფიციალური ტურნირებისთვის შევქმნათ საფუძველი. თითქმის ერთი თვეა მოთამაშეთა ჯგუფი ორშაბათს და სამშაბათს ჩვენთან ვარჯიშობს და მათ შესაძლებლობებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგვექმნა. დუბაის ტურნირი არის ერთ-ერთი სასელექციო ეტაპი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ 14 მოთამაშე გვყავს და მათგან 12 უნდა შევარჩიოთ. დუბაიდან დაბრუნების შემდეგ მეორე ჯგუფს დავაკვირდებით, რათა ზაფხულს მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შევხვდეთ. სამომავლოდ დიდი მიზნები გვაქვს და კავშირის ხელშეწყობასთან ერთად, მათ შესასრულებლად საუკეთესოები გვჭირდება“.

„რაც შეეხება თავად დუბაის, მძიმე თამაშები გველოდება. უნდა შევხვდეთ გუნდებს, რომელთაც უკვე გადადგეს პროფესიონალიზმისკენ ნაბიჯი და მათ პირველ და მეორე ნაკრებებს შორის დიდი სხვაობა არაა. ამ ქვეყნებს ჰყავთ 7-კაცას მოთამაშეთა საკმარისი რესურსი და ხშირ შემთხვევაში მეორე შემადგენლობაში მყოფი მორაგბე უფრო მონდომებით თამაშობს, რათა პირველ გუნდში დაწინაურდეს“.

აღსანიშნავია, რომ ბესიკ ხამაშურიძესთან ერთად საქართველოს 7-კაცას კიდევ ერთი ვეტერანი "ბორჯღალოსანი", გია ლაბაძე წვრთნის, რომელიც ნაკრებში 1996-2012 წლებში თამაშობდა, მათ შორის, 7-კაცაშიც. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის საფრანგეთში მოღვაწეობდა, ახლახან კი სამშობლოში დაბრუნდა და 7-კაცასთან ერთად ბავშვთა რაგბის განვითარებაშიც ჩაერთო:

„მე და გიას დღეს და გუშინ არ გაგვიცნია ერთმანეთი. წლებია ერთად მოვდივართ და არაერთხელ გვითამაშია ერთმანეთის მხარდამხარ. ის აქტიურად ჩაერთო საწვრთნელ პროცესში და ორივე ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს. ჩვენ არ ვანსხვავებთ ფუნქციებს და დამხმარე და მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ფურცელზე წერია, საქმეში კი თანასწორები ვართ და იმედია, ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“ – დაამატა ხამაშურიძემ.

ლეგენდარულმა გია ლაბაძემ ის შეგრძნება, რასაც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ყოფნა ჰქვია, თითქმის 10-წლიანი შესვენების შემდეგ გაიხსენა:

„ძალიან მენატრებოდა ნაკრებთან ერთად ყოფნა და მოხარული ვარ, რომ სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე მომეცა ამ შეგრძნების გახსენების შესაძლებლობა. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ნდობა და ასევე პასუხისმგებლობა ქართული რაგბის წინაშე. მოტივირებული ვარ და მწამს, ჩვენ შეგვიძლია ელიტაში დაბრუნება. ეს მხოლოდ სურვილი არაა, ამისი მართლა მჯერა და ყველანი ერთად მაქსიმუმს გავიღებთ მიზნის მისაღწევად“.

„ვფიქრობ, საქართველოში არის იმის რესურსი, რომ მაღალი დონის 7-კაცა გვყავდეს, თუმცა ამისათვის საჭიროა პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა. ჩვენ აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში დიდ გამოცდილებას იძენენ. "შავი ლომის" შექმნამ გაზარდა კონკურენცია, რაც ამაღლებს მოთამაშეთა ხარისხს და კავშირის ხელმძღვანელობისგანაც გვაქვს პირობა, რომ 7-კაცას სათანადო ყურადღება მიექცევა“.

„დუბაის ტურნირისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ერთი თვეა, რაც ვვარჯიშობთ, თუმცა ორშაბათობით კვირას ნათამაშებ მორაგბეებს აღდგენები ჰქონდათ. ამ კვირის დასაწყისიდან შეკრებაზე ვართ და აქცენტს საბაზისო ელემენტებზე ვაკეთებთ. გუნდის აშენებას პირობებთან ერთად დროც უნდა, თუმცა ამ ტურნირზე დავინახავთ, სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა და პატარ-პატარა ნაბიჯებით მივალთ იმ მთავარ მიზნამდე, რასაც ელიტაში დაბრუნება ჰქვია“.

საქართველოს 7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა დუბაის ტურნირის წინ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), პაატა ბურჭულაძე (ხარები, რუსთავი), თემურ კოხოძე (აია, ქუთაისი), ირაკლი სიმსივე (აია, ქუთაისი), კონსტანტინე ნახუცრიშვილი (აია, ქუთაისი), ივანე ხელაია (აკადემია), ლუკა დვალიშვილი (ყაზბეგი, სტეფანწმინდა), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი, სტეფანწმინდა), გიორგი მარგალიტაძე (ლელო), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ბაქარ ზედგინიძე (ხარები, რუსთავი).

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მწვრთნელები: გია ლაბაძე, გიორგი მაისურაძე

rugby.ge

გია
წარმატებები, ცოტა მოკლედ წერეთ რომ წაკითხვა არ დაგვეზაროს, ამდენი ეროვნული ნაკრების შესახებ არ გიწერიათ
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის