რუსულ გუნდს თბილისში გამარჯვების იმედი აქვს

AutoSharing Option
"შავ ლომთან" რაგბი ევროპის სუპერთასის მატჩის წინ კომენტარი "ლოკომოტივ-პენზას" მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა გააკეთა:

"შავი ლომი" ძალიან ძლიერი გუნდია, არსებითად, საქართველოს ნაკრების ვარიანტს წარმოადგენს, ეს კი ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ უკვე შევხვდით პენზაში, მეტოქე შევისწავლეთ და ვფიქრობ, თამაში უფრო საინტერესო იქნება. ჩვენი შემადგენლობა პრაქტიკულად ოპტიმალურია, მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ - როგორც ყოველთვის.

ჩვენს გუნდს პროდუქტიულად მუშაობისთვის ყველა პირობა აქვს. სამშაბათს თბილისში რაგბის აკადემიასთან ერთობლივი ვარჯიში ჩავატარეთ, სადაც პრაქტიკაში თავდამსხმელებმა და მცველებმა დამატებით შეძლეს ზოგიერთი ელემენტის დახვეწა", - ციტირებს
იანიუშკინს rugger.info.

ეს მატჩი თბილისში 4 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსი რაგბისტები იყვნენ ერთადერთები, 2008-ში რომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ლამაზად დავამარცხოთ.
ქუთაისელი
14:12 02-12-2021
2
ძმებო, ოღონდ ამათთან არ დაგიცდეთ ფეხი რა !!!
ლაშა
00:28 02-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული